Thumbnail
  • ლევან მაისაშვილმა ინგლისთან გამართული დაპირისპირება შეაფასა
  • რას ელის ქართველი მწვრთნელი უელსთან შეხვედრისგან

შემოდგომის ერთა თასის პირველ რაუნდში,  ინგლისის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს 40:0 სძლია და ტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმა. ''ბორჯღალოსნებმა', შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ, ქომაგებს უკეთესი თამაში შესთავაზეს, თუმცა მატჩი მაინც უქულოდ დაასრულეს.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა ინგლისთან გამართული მატჩი ვრცლად შეაფასა. მან ასევე უელსთან გასამართ შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უელსელებისგან ბევრ სიურპრიზს ელის. უელსისა და საქართველოს მატჩი შემოდგომის ერთა თასზე 21 ნოემბერს გაიმართება.

გამოკითხვა

რამდენი ქულით მოიგებს უელსი?

  • 27,5 ქულაზე მეტით
  • 27,5 ქულაზე ნაკლებით

ლევან მაისაშვილი (საქართველოს ნაკრები მთავარი მწვრთნელი)

...პრობლემებზე: "ინგლისთან ბურთს უფრო დიდხანს ვაკონტროლებდით, ვიდრე შოტლანდიასთან, თუმცა ეს შედეგზე არ აისახა და ამით, რა თქმა უნდა, უკმაყოფილო ვარ. ჩვენს მთავარ პრობლემად თამაშის მართვა რჩება, რაც ასეთი დონის მეტოქესთან გასაგებიცაა. რამდენჯერმე გვქონდა კარგი მომენტი და სწორი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ქულების აღება შეგვეძლო, მაგრამ მომენტი ვერ დავიჭირეთ. პრობლემად რჩება სტატიკური ფაზები. ჯარიმიდან ბურთი აუტში სამჯერ ვერ გადავიტანეთ, აქედან ორჯერ 22-ში, რაც ნერვიულობის და გამოუცდელობის ბრალია. ასეთ დონის მოწინააღმდეგესთან ქულის აღების შანსი ბევრი არ გვაქვს და მაქსიმალურად უნდა ვისწავლოთ მათი გამოყენება. ინგლისთან შანსები საკმარისად გვქონდა, თუმცა მათი რეალიზება ვერ მოხერხდა."

...პროგრესზე: "დაცვაში რამდენიმე ურთულესი შეტევა მოვიგერიეთ, მათ შორის 5-მეტრიანი შერკინებიდან და ჩვენს 22-ში. გავძელით ფიზიკურად და მენტალურად და ეს დასაფასებელია. პროგრესი გვაქვს დისციპლინის კუთხითაც. ამ თამაშიდან კარგი გაკვეთილი მივიღეთ და ეს გამოცდილება აუცილებლად გამოგვადგება. იმედს ვიტოვებ, რომ როგორც ამ თამაშში გამოსწორდა გარკვეული კომპონენტები, ასევე იქნება მომდევნო შეხვედრაშიც."

'სტატიკურ ფაზებში სიურპრიზებს უნდა ველოდოთ'

...უელსის ნაკრებზე: "უელსი შეტევაში მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მართალია 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ შემადგენლობა იგივე დარჩა, მაგრამ ახლა სხვაგვარად გამოიყურება. მისმა შედეგებმა შეცდომაში არ უნდა შგვიყვანოს. მას შეტევაში ინგლისზე მეტი ოფცია აქვს, სტატიკურ ფაზებში სიურპრიზებს უნდა ველოდოთ და დაცვაში მეტი ფიქრი გვმართებს. აქაც უნდა ვეცადოთ, რომ დავიცვათ ბალანსი შეტევასა და დაცვაში“.

...სტრატეგიაზე: "თამაშის გეგმა შემუშავებული გვაქვს. ბიჭებთან გვქონდა ინდივიდუალური და გუნდური ანალიზი. ვეცდებით დავხვეწოთ სტატიკური ფაზები და შეტევაში თამაში. მნიშვნელოვანია ჩვენ რას გავაკეთბთ და როგორ გამოვიყენებთ ჩვენს შესაძლებლობებს."

კომენტარები

ბოლო ამბები