Thumbnail

დასტინ პორიეს მორიგი გამარჯვება, ამერიკელი ხაბიბთან ბრძოლას ითხოვს!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • დასტინ პორიეს [23-5-0] მაგარი 'ქამბექი'

ლუიზიანელმა მებრძოლმა - დასტინ პორიემ, ჯასტინ გეიჯი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და UFC-ში საკუთარი რეკორდი გაიუმჯობესა.

პორიეს გასულ კვირას სპეციალისტები ხაბიბ ნურმაგომედოვის მოწინააღმდეგედ მოიაზრებდნენ, რადგან ტონი ფერგიუსონი სისტემატიურად ტრამვირებულია, ხოლო კონორ მაკგრეგორი მოვლენებს ჩამოშორდა.

მოკლე მიმოხილვა

ჩხუბი გეიჯის უპირატესობით დაიწყო, ამერიკელმა პორიეს მარჯვენა ფეხს შეუტია და ასეთ დღეში ჩააგდო. 

თუმცა პორიემ გაუძლო, ბრძოლა გააგრძელა და გეიჯი კარგი კრივის კომბინაციით ნოკაუტში ჩააგდო.

გეიჯის ეფექტური ილეთი

ბრძოლის შემდეგ პორიემ ნურმაგომედოვს და სხვა მებრძოლებს მიმართა. "უკვე ოცდარვა ბრძოლა მაქვს ჩატარებული და ტყუილად იქ არ ვიდგებოდი, სადაც ახლა ვდგავარ... ხაბიბ, დროა!" განაცხადა ამერიკელმა.

"კი, ხაბიბი კარგი მოჭიდავეა, ძლიერია, მაგრამ ყველა მებრძოლს აქვს მინუსები." თქვა ლუიზიანელმა გეიჯთან ბრძოლამდე. "მე 25 წუთი შემიძლია ჩემი თავის საუკეთესო მხარე ვაჩვენო, შემდეგ წავიდე გასახდელში და პიცა მივირთვა. ან პიცა ლუდით, მგონი ასე ჯობია."

პორიეს სიტყვით გამოსვლა ბრძოლის შემდეგ

კომენტარები

ბოლო ამბები