Thumbnail
  • საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ტოკიოში ჩავიდა
  • თომას ბახმა სპორტსმენების ვაქცინაციაზე ისაუბრა

ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობისთვის სპორტსმენებს ვაქცინაციას არ აიძულებენ - ამის შესახებ განცხადება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა თომას ბახმა სამშაბათს, ოლიმპიურ სოფელში სტუმრობისას გააკეთა. 

“ბევრ რამეს უნდა მივაქციოთ ყურადღება, - აღნიშნა ბახმა, - საქმე ეხება ნებისმიერი ადამიანის პირად ჯანმრთელობას. ვაქცინაციას არავის ვაიძულებთ, მაგრამ შევეცდებით, ათლეტები დავარწმუნოთ იმაში, რომ ვაქცინა გაიკეთონ. იმიტომ, რომ მათი ჯანმრთელობისთვის ასე უკეთესია.”

IOC-ის პრეზიდენტის თქმით, ვაქცინაციაზე დათანხმება სხვა სპორტსმენებისა და იაპონელი ხალხის მიმართ სოლიდარობასაც ნიშნავს. “იმედი მაქვს, რომ საკმარისაც ვაქცინები გვექნება და რაც შეიძლება მეტი სპორტსმენი დათანხმდება მის გაკეთებას. თუმცა არჩევანის თავისუფლება ყველას ექნება,” - დასძინა ბახმა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი

როგორც იცით, ოლიმპიადა 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო და 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე ტოკიოში გაიმართება. ბახის თქმით, ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ყველა ათლეტმა თავი მაქსიმალურად უსაფრთხოდ იგრძნოს.

კომენტარები

ბოლო ამბები