Thumbnail

შევიხედოთ იურგენ კლოპის ახალ კაბინეტში - ლივერპულმა ფოტოები გამოაქვეყნა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ასე გამოიყურება იურგენ კლოპის სამუშაო ოთახი ახალ ბაზაზე
  • მერსისაიდელები ‘მელვუდიდან’ ახლახან გადავიდნენ

ლივერპულმა ახალ ბაზაზე იურგენ კლოპის ახალი სამუშაო ოთახის ფოტოები გამოაქვეყნა.

“ბოსის ახალი ოფისი” - ვკითხულობთ კლუბის პოსტში, რომელიც ტვიტერზე გამოქვეყნდა. კაბინეტის პირველ განყოფილებაში ვხედავთ დიდ ეკრანს, ორ დივანს და სავარძლებს ლივერპულის ფერებში. ასევე პატარა ზომის მაგიდას. კედელზე ლივერპულის ლეგენდარული ფეხბურთელების და მწვრთნელების ფოტოებია.

მეორე განყოფილებაშია იურგენის სამუშაო მაგიდა და ტელევიზორი. სწორედ ამ განყოფილებიდან არის გასასვლელი სავარჯიშო მოედანზე.

შეგახსენებთ, რომ ლივერპულის ახალი ბაზის მშენებლობა ახლახან დასრულდა. ძველ, მელვუდის ბაზაზე მერსისაიდელები მეოცე საუკუნის 50-იანი წლებიდან ვარჯიშობდნენ.

ლივერპული ინგლისის პრემიერლიგაში 8 ტურის შემდეგ 17 ქულით მე-3 ადგილზეა. მომდევნო მატჩს კლოპის გუნდი 22 ნოემბერს, ‘ენფილდზე’ ლესტერთან ჩაატარებს.

მერსისაიდელებმა ახალი ბაზის შესახებ ვიდეოც გამოაქვეყნეს: 

კომენტარები

ბოლო ამბები