Thumbnail
  • ფინიქსი პოლი-ბუკერის სახით მრისხანე დუეტს იღებს
  • საპირისპირო გზას ესპანელი რიკი რუბიო გაივლის

NBA-ს ერთ-ერთი ვარსკვლავური გამთამაშებელი კრის პოლი მომავალ სეზონს ფინიქს სანსში დაიწყებს, სადაც დევინ ბუკერთან ერთად მრისხანე დუეტი უნდა შექმნას. ეს რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, როდესაც ხმაურიანი გაცვლა განხორციელდა.

მის თანახმად, ფინიქსელებმა ოკლაჰომა სიტი თანდერიდან ვეტერანი პოლი მიიღეს, სანაცვლოდ კი, რიკი რუბიო კელი უბრე, ტაი ჯერომი, ჯეილენ ლეკიუ და 2022 წლის დრაფტის პირველი რაუნდის არჩევანი დათმეს.

35 წლის პოლს ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ნიუ ორლეან ჰორნეთსის, ლოს ანჯელეს კლიპერსისა და ჰიუსტონ როკეტის მაისურითაც უთამაშია, NBA-ს ოლ სტარის 10-გზის მონაწილეა, აშშ-ს ნაკრებში კი ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლები 2-ჯერ (2008, 2012) მოუპოვებია.

კომენტარები

ბოლო ამბები