Thumbnail

გასულ უქმეებზე არგენტინის სარაგბო ნაკრების მიერ ზელანდიელთა სენსაციურმა ძლევამ მსოფლიო რეიტინგის მოწინავე ათეულში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია.

გამოკითხვა

რამდენი ქულით მოიგებს უელსი?

  • 27,5 ქულაზე მეტით
  • 27,5 ქულაზე ნაკლებით

ცხადია, ძალიან იხეირეს “პუმებმა”, რომლებმაც “ოლ ბლექსის” დამარცხება 30-ე მატჩში პირველად მოახერხეს. შედეგად, არგენტინა მხოლოდ მე-7 ნაკრები გახდა (ავსტრალიის, სამხრეთ აფრიკის, ირლანდიის, საფრანგეთის, ინგლისისა და უელსის შემდეგ), რომელმაც “შავებს” აჯობა.

📺 ახალი ზელანდია 15:25 არგენტინა

ამ წარმატების წყალობით, სამხრეთამერიკელებმა ერთბაშად 2 ქულა შეიმატეს და კლასიფიკაციაში მეათედან მერვე პოზიციაზე აინაცვლეს. არგენტინამ კლასიფიკაციაში უელსსა და იაპონიას გადაასწრო და კვალში შოტლანდიას ჩაუდგა.

თავის მხრივ, მისთვის უჩვეულო მე-3 ადგილზე აღმოჩნდა ახალი ზელანდიის ნაკრები, რომელიც ლიდერ სამხრეთ აფრიკას უკვე ექვსზე მეტი ქულით ჩამორჩება, რაც ძალიან დიდი სხვაობაა. მე-2 საფეხურზე ინგლისის ნაკრები აღმოჩნდა რომელმაც “შემოდგომის ერთა თასის” სასტარტო შეხვედრაში თვიქნემზე საქართველო 40:0 გაანადგურა, თუმცა, ნაკრებებს შორის დიდი სხვაობის გამო, არაფერი შემატებია.

📺 ინგლისი 40:0 საქართველო

იგივე მიზეზის გამო ქულები არ დაჰკლებიათ “ბორჯღალოსნებს”, რომლებიც კვლავ მე-12 პოზიციაზე არიან. საქართველოს ნაკრების წინ ფიჯია, უკან კი – ოკეანეთის კიდევ ერთი წარმომადგენელი ტონგა და იტალიის ნაკრები, რომელსაც ხანგრძლივი მარცხიანი სერია აქვს.

შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნები” დიდ ბრიტანეთში რჩებიან და “შემოდგომის ერთა თასის” A ჯგუფში მომდევნო მატჩს 21 ნოემბერს უელსში ჩაატარებენ, 29-ში კი, დუბლინში, ირლანდიასთან შეხვედრაა დაგეგმილი.

მსოფლიო რეიტინგი 16 ნოემბრისთვის

1. სამხრეთ აფრიკა – 94.20, 2. ინგლისი – 88.42, 3. ახალი ზელანდია – 88.17, 4. საფრანგეთი – 84.59, 5. ირლანდია – 84.57, 6. ავსტრალია – 83.86. 7. შოტლანდია – 82.28, 8. არგენტინა – 80.31. 9. უელსი – 79.75, 10. იაპონია – 79.29, 11. ფიჯი – 76.21, 12. საქართველო – 72.86, 13. ტონგა – 71.44, 14. იტალია – 70.88, 15. სამოა – 70.72, 16. აშშ – 68.10, 17. ესპანეთი – 67.51, 18. ურუგვაი – 67.02, 19. რუმინეთი – 65.33, 20. რუსეთი – 62.12.

კომენტარები

ბოლო ამბები