Thumbnail

დადასტურდა: ფლოიდ მეივეზერი რინგზე ბრუნდება და ტოკიოში იჩხუბებს!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კრივის ლეგენდა ფლოიდ მეივეზერი თებერვალში რინგზე დაბრუნდება 
  • 43 წლის ყოფილი მსოფლიოს ჩემპიონი იაპონიაში იჩხუბებს

როგორც ჩანს, კრივის ლეგენდა ფლოიდ მეივეზერს ფული შემოაკლდა. 43 წლის ყოფილი მსოფლიოს ჩემპიონი 28 თებერვალს რინგზე დაბრუნებას გეგმავს. ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურეს ღონისძიება Mega 2021-ის ორგანიზატორებმა. აღნიშნული ივენთი იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში უნდა გაიმართოს. ჯერჯერობით უცნობია, ვის წინააღმდეგ წარსდგება მეივეზერი 28 თებერვალს.

წინა კვირაში ამერიკელმა ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მომავალი ბრძოლა ფაქტობრივად დააანონსა. “ტოკიო, იაპონია, მე ვბრუნდები! 2021 წელს,” - თქვა მან კლიპში, - “ვიცი, რომ 2021 წელს ოლიმპიური თამაშები იაპონიაში ჩატარდება, მაგრამ მე, ფლოიდ Money მეივეზერი და ჩემი გუნდი ტოკიოში რაღაც დიდს გავაკეთებთ. იაპონია, მე გზაში ვარ!"

ფლოიდ მეივეზერს კარიერაში 50 ბრძოლა აქვს მოგებული (27 ნოკაუტით). მან ბოლოს 2017 წლის აგვისტოში იჩხუბა და MMA-ს მებრძოლი კონორ მაკგრეგორი დაამარცხა. ცნობილია, რომ 2015 წელს მენი პაკიაოსთან ქულებით გამარჯვებით მან დღემდე ყველაზე დიდი ჰონორარი, 300 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

კომენტარები

ბოლო ამბები