Thumbnail
  • ურუგვაელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბარსელონაში მას ცუდად მოექცნენ
  • სუარესს ატლეტიკოს გარდა, კიდევ ოთხი დიდი ევროპული კლუბი იწვევდა
  • შემდეგ ტურში ატლეტიკო ბარსელონას დაუპირისპირდება

ლუის სუარესი ესპანურ პრესასთან საუბარში კიდევ ერთხელ შეეხო მისი ბარსელონადაც წასვლის თემას, სადაც აღნიშნა, რომ კლუბიდან წასვლას დღემდე განიცდის, რადგან მას იქ უსამართლოდ მოექცნენ. ინტერვიუში მან იმ ფაქტსაც გაუსვა ხაზი, რომ ატლეტიკოს გარდა სხვა შემოთავაზებებიც ჰქონდა.

ლუის სუარესი: "ეს არ იყო მხოლოდ იმპულსური სიტუაცია და ცხელ გულზე მიღებული გადაწყვეტილება. მეწყინა და შეურაცხყოფილი ვარ, თუ როგორ დამთავრდა ეს ისტორია. მათ უბრალოდ კარისკენ მიმითითეს. ამ დროს მე ხუთი სხვა დიდი ევროპული კლუბი უკვე მელოდებოდა, რომლებიც აფასებდნენ ჩემს პროფესიონალიზმს და კარიერას. ამაყი ვარ, რასაც ამ კლუბში მივაღწიე. ახლა ჩემი ბედნიერება ისევ ვიპოვე. არც ის მიხარია, ჩემს მეგობრებს ბარსელონაში საქმე კარგად რომ არ მისდით".

ლუის სუარესს ბარსელონასთან თამაში მალევე მოუწევს. უკვე შემდეგ ტურში, 21 ნოემბერს, მისი ყოფილი და ახლანდელი კლუბები ერთმანეთს ხვდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები