Thumbnail

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონში გადასვლის შანსი დაკარგა. სომხეთის ნაკრებთან წაგების (1:2) შემდეგ ვლადიმირ ვაისის გუნდი ჯგუფში პირველ ადგილს ვეღარ შესწვდება. ამისთვის, ბოლო ტურში ჩრდილოეთ მაკედონია და სომხეთი იბრძოლებენ.

სომხეთთან მატჩში საქართველოს ნაკრებში ყველაზე მაღალი შეფასება ჯაბა ჯიღაურმა დაიმსახურა, ყველაზე დაბალი - გიორგი მაკარიძემ და ნიკა კვეკვესკირმა.

ფეხბურთელთა შეფასებები Whoscored-ის ვერსიით:

გიორგი მაკარიძე - 5.8

ჯაბა ჯიღაური - 7.3
დავით ხოჭოლავა - 6.7
გია გრიგალავა - 6.5
გიორგი ნავალოვსკი - 7.0

ჯაბა კანკავა - 6.4
გიორგი აბურჯანია - 6.5

საბა ლობჟანიძე - 6.2
ვაკო გვილია - 5.9
ზურიკო დავითაშვილი - 6.6

ელგუჯა ლობჯანიძე - 6.8

ბექა მიქელთაძე - 6.1
გიორგი პაპუნაშვილი - 5.9
ნიკა კაჭარავა - 6.1
ვაკო ყაზაიშვილი - 7.0
ნიკა კვეკვესკირი - 5.8

📺 საქართველო 1:2 სომხეთი [მიმოხილვა]

კარისკენ ყველაზე მეტჯერ ელგუჯა ლობჯანიძემ და ვაკო ყაზაიშვილმა დაარტყეს (2). ყველაზე მეტი დრიბლინგი ყაზაიშვილს ჰქონდა (2).

დაცვაში ყველაზე მეტი დარტყმა გია გრიგალავამ დაბლოკა (2), ჯაბა კანკავა და გიორგი აბურჯანია კი ყველაზე მეტჯერ დაჯარიმდნენ (4).

ყველაზე მეტი პასი გია გრიგალავამ გააკეთა (88), ხოლო ყველაზე მეტი სიზუსტით პასებს ყაზაიშვილი აკეთებდა - 22 პასი 95.5% სიზუსტით.

ბურთს ყველაზე მეტჯერ ჯაბა ჯიღაური შეეხო (108), ყველაზე მეტი საჰაერო ორთაბრძოლა კი დავით ხოჭოლავამ მოიგო (6).

სატურნირო მდგომარეობა 5 ტურის შემდეგ - საქართველო ესტონეთის მატჩი ფორმალობაა

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 2020 წელს ბოლო შეხვედრას 18 ნოემბერს გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი ერთა ლიგის დასკვნით ტურში ესტონეთს უმასპინძლებს და ამ მატჩის შემდეგ საქართველოში სლოვაკი სპეციალისტის 4.5-წლიანი მოღვაწეობა დასრულდება.

კომენტარები

ბოლო ამბები