Thumbnail
  • ჰიუსტონმა მინესოტას მეორე მატჩიც მოუგო და 2:0 დაწინაურდა
  • ჯეიმს ჰარდენმა უჩვეულოდ ცუდად ითამაშა
  • სამაგიეროდ, შესანიშნავი იყო კრის პოლი
  • იუტამ ოკლაჰომასთან გაათანაბრა
  • 21 წლის დონოვან მიტჩელის 28 ქულა

ჰიუსტონ როკეტსი უბრალოდ შეუჩერებელია - მაშინაც კი, როცა თვით ჯეიმს ჰარდენიც ცუდად თამაშობს.

“წვერმა” პლეი ოფის მეორე შეხვედრაში, მინესოტასთან მხოლოდ 12 ქულა დააგროვა და მხოლოდ ერთი 3-ქულიანი ჩააგდო (10 მცდელობიდან) და მიუხედავად ამისა, ჰიუსტონმა მინესოტა მაინც დამაჯერებლად, 102:82 დაამარცხა და სერიაში 2:0 დაწინაურდა.

შესანიშნავი იყო კრის პოლი, რომელმაც 27 ქულა დააგროვა (პლუს 8 პასი, 3 მოხსნა), სათადარიგო კალათბურთელმა ჯერალდ გრინმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა (21 ქულა, 12 მოხსნა).

მინესოტამ კი, რომელმაც მხოლოდ რეგულარული სეზონის ბოლო მატჩის მოგებით (დენვერთან) გაინაღდა პლეი ოფის საგზური, თავის გულშემატკივრებს ისევ იმედები გაუცრუა. გუნდის მთავარი მოთამაშეები, ჯიმი ბატლერი (11 ქულა), ენდრიუ უიგინსი (13) და კარლ-ენტონი თაუნსი (5) ვერაფერს გახდნენ. ექსპერტები პლეი ოფში განსაკუთრებით ამ უკანასკნელისგან ელოდნენ გაცილებით მეტს, მაგრამ თაუნსმა პირველ მატჩშიც ვერაფერი გააწყო (მხოლოდ 8 ქულა).

უკვე მეორე მეოთხედში, რომელიც ჰიუსტონმა 37:17 მოიგო, ცხადი გახდა, რომ სენსაცია არ მოხდებოდა. ჰიუსტონს შეუძლია, უკვე კონფერენციის ნახევარფინალზე იფიქროს, სადაც ან ოკლაჰომას შეხვდება, ანაც იუტას.

იუტამ ოკლაჰომასთან გაათანაბრა!

ამ წყვილში მდგომარეობა დაიძაბა, რადგან იუტა ჯაზმა მეორე მატჩის მოგება მოახერხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.

დონოვან მიტჩელმა (მარცხნივ) 28 ქულა დააგროვა (6 მოხსნა, 2 პასი)

ოკლაჰომასთან გამარჯვების მთავარი შემოქმედი ახალგაზრდა დონოვან მიტჩელი გახლდათ, რომელმაც ისეთი სუპერვარსკვლავები დაჩრდილა, როგორებიც რასელ ვესტბრუკი, პოლ ჯორჯი და კარმელო ენტონი არიან. 102:95 მოგებულ შეხვედრაში მიტჩელმა 28 ქულა დააგროვა (6 მოხსნა, 2 პასი). 21 წლის უნიჭიერესმა კალათბურთელმა 13 ქულა მარტო ბოლო, გადამწყვეტ მეოთხედში გააკეთა. არადა, მესამე პერიოდის შემდეგ იუტა აგებდა.

ბოლო პერიოდში ვესტბრუკმა, ჯორჯმა და ენტონიმ 14 მცდელობიდან, ვერცერთი ტყორცნა ვერ ჩააგდეს…

► 46 ქულა! ლებრონმა კლივლენდი სირცხვილს გადაარჩინა

კომენტარები

ბოლო ამბები