Thumbnail

საქართველოს ნაკრები სომხეთთან აგებს - მეტოქე ღაზარიანმა დააწინაურა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • 'დინამო არენაზე' ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩი მიმდინარეობს
  • პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები სომხეთთან აგებს

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ბოლოსწინა მატჩში 'დინამო არენაზე' სომხეთს ეთამაშება. 

მატჩის 33-ე წუთზე სომხეთის ნაკრები გევორგ ღაზარიანის გოლით დაწინაურდა. გოლიდან ერთ წუთში სომხეთის ნაკრებს მეორე გოლის გატანის შანსი ჰქონდა - ბურთუ მაკარიძის კარის ძელს მოხვდა. პირველი ტაიმი სომხეთის ნაკრებმა 1:0 მოიგო.

📺 ვიდეო: 1tv.ge

საქართველო (4-2-3-1): მაკარიძე - ჯიღაური, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი - კანკავა, აბურჯანია - საბა ლობჟანიძე, გვილია, დავითაშვილი - ელგუჯა ლობჯანიძე.

სომხეთი (4-4-2): იურჩენკო - ჰამბარცუმიანი, ჰაროიანი, ცალისირი, ჰოვჰანისიანი - ბარსეგიანი, უდო, გრიგორიანი, ღარაზიანი - ადამიანი, კარაპეტიანი

საქართველო ჯგუფში პირველი ადგილისთვის იბრძვის. ცოტა ხნის წინ, ჩრდილოეთ მაკედონიამ ესტონეთი 2:1 დაამარცხა და ერთპიროვნულად გალიდერდა. გამარჯვების შემთხვევაში, საქართველო მაკედონიას გაუთანაბრდება. თუ ნაკრები ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს, ერთა ლიგის B დივიზიონში გადავა. ბოლო ტურში, 18 ნოემბერს, საქართველო ესტონეთს უმასპინძლებს, ჩრდილოეთ მაკედონია კი სომხეთს ესტუმრება.

კომენტარები

ბოლო ამბები