Thumbnail
  • კატალონიურ გრანდს ვრცელი სია აქვს შედგენილი
  • ბარსელონამ მიმდინარე სეზონი წარუმატებლად დაიწყო

ესპანური ბარსელონა შემადგენლობის ცენტრალური მცველით გაძლიერებას აპირებს, თუმცა, ამისთვის შედარებით იაფ ვარიანტებს განიხილავს და იმაზეც თანახმაა, რომ ფეხბურთელი იჯარის წესით აიყვანოს.

როგორც Sport.es იუწყება, კატალონიელებს საკმაოდ ვრცელი სია აქვთ შედგენილი, რომელშიც ანტონიო რიუდიგერი (ჩელსი), ჟოელ მატიპი (ლივერპული), შკოდრან მუსტაფი (არსენალი), ფედერიკო ფასიო (რომა), ხერმან პიცელია (ფიორენტინა), მატეო მუსაკიო (მილანი) და ერიკ გარსია (მანჩესტერ სიტი) შედიან.

შეგახსენებთ, რომ რონალდ კუმანის მიერ გაწვრთნილმა ბარსელონამ ლა ლიგის მიმდინარე სეზონი წარუმატებლად დაიწყო და 7 მატჩში აღებული 11 ქულით სატურნირო ცხრილში მხოლოდ მე-8 ადგილი უკავია. ესპანურ გრანდს მომდევნო მატჩი 21 ნოემბერს ელის, როდესაც მადრიდში ატლეტიკოს ეთამაშება.

კომენტარები

ბოლო ამბები