Thumbnail
  • ხოაკინ კაპაროსის პრესკონფერენცია საქართველოსთან მატჩის შემდეგ

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მე-5 ტურში საკუთარ მოედანზე სომხეთის ნაკრებთან 1:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა ხოაკინ კაპაროსმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ხოაკინ კაპაროსი (სომხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი)

...თბილისში მოგებაზე: "მინდა, მადლობა გადავუხადო და მივულოცო ჩემს ფეხბურთელებს, რადგან უდიდესი ძალისხმევა გასწიეს და შესანიშნავი შედეგი მივიღეთ. ეტყობოდათ, რომ სიამაყით თამაშობდნენ. ძალიან დიდი იმედი გვქონდა, რომ მოვიგებდით და ასეც მოხდა."

...საქართველოს ნაკრებზე: "საქართველოს არაჩვეულებრივი გუნდი ჰყავს, 5 წელია, ვლადიმირ ვაისი წვრთნის და შეთამაშებულები არიან. გაგვიჭირდა, ადვილი არ იყო, მაგრამ გავიმარჯვეთ და შედეგით, რა თქმა უნდა, ძალიან კმაყოფილები ვართ."

...ჩრდ. მაკედონიასთან ბოლო ტურის მატჩზე, რომელიც პირველ ადგილზე გასულის ვინაობას გაარკვევს: "რასაკვირველია ვიცით, რომ მაკედონიასთან რთული თამაში იქნება, მაგრამ თუ ჩემი წინა ინტერვიუ წაიკითხეთ, ამ ჯგუფში თანაბარი დონის გუნდები ვიყავით და გამოჩნდა, რომ თითოეული თამაში დაძაბულია. ვიცით, რომ ძლიერი მეტოქე გვყავს, მაგრამ ზუსტად იგივე ამოცანა გვაქვს ახლაც, როგორც აქ და წინა მატჩებში გვქონდა."

საქართველო 1:2 სომხეთი

გოლი: 0:1 ღაზარიანი (33), 1:1 ყაზაიშვილი (65 პენ.), 1:2 ადამიანი (86).

საქართველო (4-2-3-1): მაკარიძე - ჯიღაური, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი - კანკავა, აბურჯანია (80. კვეკვესკირი) - საბა ლობჟანიძე (80. პაპუნაშვილი), გვილია (80. მიქელთაძე), დავითაშვილი (56. ყაზაიშვილი) - ელგუჯა ლობჯანიძე (68. კაჭარავა).

სომხეთი (4-4-2): იურჩენკო - ჰამბარცუმიანი, ჰაროიანი, ცალისირი, ჰოვჰანისიანი (69. გრიგორიანი) - ბარსეგიანი, უდო (77. მურადიანი), გრიგორიანი, ღაზარიანი (77. ბიჩაკჩიანი) - ადამიანი, კარაპეტიანი (77. კორიანი).

სატურნირო მდგომარეობა 5 ტურის შემდეგ - საქართველო V ესტონეთი ფორმალობაა

საქართველოს ნაკრები 2020 წელს ბოლო შეხვედრას 18 ნოემბერს გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი ერთა ლიგის დასკვნით ტურში ესტონეთს უმასპინძლებს და ამ შეხვედრის შემდეგ საქართველოში სლოვაკი სპეციალისტის ოთხწელნახევარიანი მოღვაწეობა დასრულდება.

კომენტარები

ბოლო ამბები