Thumbnail

საკალათბურთო სუპერლიგა: კაკტუსმა რუსთავს მოუგო, დინამომ მგზავრებს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ოლიმპი 67:64 ბათუმი
  • კაკტუსი 90:88 რუსთავი
  • სოხუმი 66:110 ქუთაისი
  • მგზავრები 60:75 დინამო

საინტერესო შეხვედრები გაიმართა საკალათბურთო სუპერლიგის მორიგ ტურში. თბილისის დინამო მგზავრებს დაუპირისპირდა და 15 ქულით სძლია მეტოქეს.

პირველი ნახევარი დანამომ 37:32 მოიგო, მესამე მეოთხედის სტარტზე კი მგზავრები შესანიშნავად ათამაშდნენ და დაწინაურდნენ კიდეც. თამაში ქულა ქულაში გაგრძელდა და დასკვნითი მეოთხედის წინ, დინამოს მხოლოდ 2-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა.

გადამწყვეტ პერიოდში ფავორიტმა გაცილებით უკეთ ითამაშა - გუნდური და შედეგიანი თამაშის წყალობით, დინამომ 15-ქულიანი ფორით მოიგო, 75:60.

დინამოს რიგებში ერთბაშად 5-მა მოთამაშემ მიაღწია 10-ქულიან ზღვარს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ირაკლი ხოშტარიას გუნდმა გუნდური თამაშით სძლია მეტოქეს. 14-14 ქულით ილია ლონდარიძე და კაელ ტურპინი გამოირჩნენ.

ძალიან დაძაბული მატჩი შედგა კაკტუსსა და რუსთავს შორის. ორივე გუნდი სატურნირო ცხრილის საუკეთესო ოთხეულშია და ასეთ დროს, გამარჯვება ორმაგად მნიშვნელოვანია.

მატჩის ბედი ბოლო წამამდე გაურკვეველი იყო, საბოლოოდ კი კაკტუსმა 2-ქულიანი სხვაობით, 90:88 დაამარცხა მეტოქე.

პირველი მეოთხედი კაკტუსმა 18:14 მოიგო, მეორე მეოთხედიდან კი რუსთავის უპირატესობა გამოიკვეთა და ტაიმიც მათი გამარჯვებით დასრულდა, 34:21.

მესამე მეოთხედიდან კაკტუსმა ჩამორჩენის გაბათილება დაიწყო, რაშიც დიდი წვლილი შეიტანა დეანდრე პარკსმა - ამერიკელი უკანახაზელი ქულას ქულაზე იხვეჭდა, რასაც დავით ლომიძემ და გიორგი ტურძილაძემაც აუწყვეს ფეხი. დაძაბულობა ბოლო წამამდე შენარჩუნდა, გამარჯვება კი კაკტუსმა მოიპოვა.

კაკტუსს 33 ქულით დეანდრე პარკსმა ულიდერა, 15 ქულა და 8 მოხსნა გიორგი ტურძილაძის ანგარიშზეა, დავით ლომიძემ კი 14 ქულა მოაგროვა.

სატურნირო ცხრილს 49 ქულით ქუთაისი ლიდერობს, ერთი ქულით ნაკლები აქვთ დინამოს და კაკტუსს, მეოთხე ადგილს კი 47 ქულით რუსთავი იკავებს

 

კომენტარები

ბოლო ამბები