Thumbnail
  • საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა შემოდგომის ერთა თასზე პირველი მატჩი გამართა
  • ინგლისის ნაკრებმა ''ბორჯღალოსნებს'' 6 ლელო დაუდო და ჯგუფის ლიდერია
  • ქართველი მორაგბეების შეფასებები - rugby.co.uk-ის მიხედვით

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები პირველი ეშელონის გუნდებთან ერთად, ტურნირში პირველად ჩაება.''ბორჯღალოსნებმა'' შემოდგომის ერთა თასზე პირველი მატჩი ინგლისის ნაკრებთან გამართეს, რომელსაც ისტორიაში მესამედ შეხვდნენ.

ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა ნაკრებმა სადებიუტო მატჩი ლეგენდარულ ''თვიქნემზე'' ჩაატარა და 0:40 დამარცხდა. ინგლისმა ''ბორჯღალოსნების'' ჩათვლის მოედანში 6 ლელო დადო.

მატჩის დასრულების შემდეგ, ინგლისურმა ვებგვერდმა rugby.co.uk-მა მოთამაშეების ასპარეზობა შეაფასა და მათ ქულები დაუწერა. საქართველოს ნაკრების მხრიდან გამორჩეულები ბექა გიგაშვილი და გიორგი თხილაშვილი იყვნენ, რომლებმაც 7-ქულიანი შეფასება დაიმსახურეს.

მორაგბეების შეფასებები rugby.co.uk-ის მიხედვით: ლაშა ხმალაძე - 5 აკაკი ტაბუცაძე - 6, გიორგი კვესელაძე - 5, მერაბ შარიქაძე - 6, სანდრო სვანიძე - 4, თედო აბჟანდაძე - 6, გელა აფრასიძე - 6, ბექა გორგაძე - 5, გიორგი თხილაიშვილი - 7, ბექა საღინაძე - 6, გრიგოლ ქერდიყოშვილი - 6, ლაშა ჯაიანი - 5, ბექა გიგაშვილი - 7, შალვა მამუკაშვილი - 6, მიხეილ ნარიაშვილი - 6.

შემცვლელები: : ჯაბა ბრეგვაძე - 5, გურამ გოგიჩაშვილი - 5, ლექსო ყაულაშვილი - 5, ოთარ გიორგაძე - 4, თორნიკე ჯალაღონია  - 4, ვასილ ლობჟანიძე - 3, დემე თაფლაძე - 4, სანდრო თოდუა - 4.

კომენტარები

ბოლო ამბები