Thumbnail
  • საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ინგლისთან 40 ქულით დამარცხდა
  • ედი ჯონსმა ''ბორჯღალოსნებთან'' გამართული მატჩი შეაფასა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები პირველი ეშელონის გუნდებთან ერთად, ტურნირში პირველად ჩაება.''ბორჯღალოსნებმა'' შემოდგომის ერთა თასზე პირველი მატჩი ინგლისის ნაკრებთან გამართეს, რომელსაც ისტორიაში მესამედ შეხვდნენ.

ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა ნაკრებმა სადებიუტო მატჩი ლეგენდარულ ''თვიქნემზე'' ჩაატარა და 0:40 დამარცხდა. ინგლისმა ''ბორჯღალოსნების'' ჩათვლის მოედანში 6 ლელო დადო.

მატჩის დასრულების შემდეგ, ინგლისელთა მწვრთნელმა ედი ჯონსმა მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ნაკრები ნებისმიერ პირობებში თამაშს მიჩვეულია.

ედი ჯონსი: კარგი მატჩი გამოგვივიდა. საქართველოს გარკვეული მეთოდით თამაში სურდა, ჩვენ კი გვინდოდა, რომ მათ შერკინებაში ვერ მოეგოთ. როცა ასეთ პირობებში თამაშობ, ბურთის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რათა ლელოები დადო. ჩვენ ნებისმიერ პირობასთან ადაპტაცია შეგვიძლია, რაც დღესაც მოვახერხეთ. ცოტა უკეთ უნდა გვემოქმედა, რადგანაც შესაძლოა, 20 ქულით მეტიც დაგვეგროვებინა ამ თამაშში.

ამჟამად ჩვენი სურვილია, რომ ყველა პოზიციაზე დიდი კონკურენცია გვქონდეს. ჯეკ უილისმა და მაქ მალინსმა აჩვენეს, რომ მაღალ დონეზე თამაში შეუძლიათ. ახლა ძირითადი შემადგენლობისთვის უნდა იბრძოლონ.

კომენტარები

ბოლო ამბები