Thumbnail

"შემოდგომის ერთა თასის" პირველი ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები "თვიქნემზე" ინგლისის ნაკრებთან 0:40 დამარცხდა. ინგლისელებმა "ბორჯღალოსნებს" 6 ლელო გაუტანეს, რომელთა ნახევარიც კვაჭის, ჯეიმი ჯორჯის ანგარიშზეა.

ჯეიმი ჯორჯი (ინგლისის ნაკრები): "ეს იყო ნაკრების ბრწყინვალე თამაში. ვფიქრობ, დიდებულად ვითამაშეთ გუნდურად. ჩვენ ვიცოდით, რა საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს ნაკრები და რამდენად ამაყობენ ისინი შერკინებაში კარგი თამაშით. ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო სწორედ ეს იყო, რომ ფორვარდების ბრძოლა მოვიგეთ. ეს ის არის, რითაც ინგლისიც ამაყობს. და ჩვენ ამაზე მატჩის წინ ბევრი ვილაპარაკეთ. ჩვენ დავბრუნდით "თვიქნებმზე", თუმცა ძალზე დაგვაკლდა გულშემატკივარი. შერკინებაში ბოლომდე მივაწექით და მოხარული ვარ, რომ ეს ბრძოლაც მოვიგეთ".

ოუენ ფარელი (ინგლისის ნაკრების კაპიტანი): "საქართველო ამაყობს, რომ სტატიკურ სიტუაციებში ძლიერია, მაგრამ ასე ვართ ჩვენც. პირველივე 10 წუთში იმდენი მცდელობა გვქონდა და იმდენი შანსი შევქმენით ფორვარდების წყალობით, რომ ეს უბრალოს ფანტასტიკურია. ეს ყველაფერი ძალიან კარგი იყო, ახლა შევეცდებით, უფრო მეტად დავსაჯოთ მეტოქეები, წინ კიდევ ერთი დიდი მატჩია". 

📺 ინგლისი v საქართველო [მიმოხილვა]

შეგახსენებთ, რომ "შემოდგომის ერთა თასი" ექვსი ერის ორგანიზაციის ეგიდით იმართება და ის გარკვეულწილად ნოემბრის ტესტებს ანაცვლებს, რადგან კოვიდპანდემიის გამო, სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეყნები ჩრდილოეთს ვერ ესტუმრნენ.  

კომენტარები

ბოლო ამბები