Thumbnail

უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში მე-5 ტურში საქართველოს ნაკრები სომხეთის ნაკრებს უმასპინძლებს. მატჩის წინ სტუმართა გუნდის ფეხბურთელმა გევორქ ღაზარიანმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

გევორქ ღაზარიანი (სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი): "დიახ, სომეხ გულშემატკივრებში იყვნენ ისეთები, რომელთაც საქართველოს წაგება გაუხარდათ, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვინც საქართველოს გულშემატკივრობდა. ჩემი აზრით, ამ არასასურველმა შედეგმა საქართველოს ნაკრებზე ფსიქოლოგიურად უარყოფითი გავლენა მოახდინა, მაგრამ საქართველო ძალიან კარგი გუნდია ამიტომ ჩვენ ხვალ ძირითად აქცენტს საკუთარ თამაშზე გავაკეთებთ და კონცენტრირებული ვიქნებით.

მზად ვარ იმისთვის, რომ გუნდს ლიდერობა გავუწიო ხვალინდელ მატჩში, მაგრამ ჩემი აზრით, თითოეული ფეხბურთელი უნდა იყოს ლიდერი. არა ინდივიდუალურად, არამედ, როგორც მთლიანად გუნდმა უნდა ვითამაშოთ. დიახ, შეგვიძლია, რომ ხვალ მოვიგოთ და შემდეგ უკვე მაკედონიასთან მატჩიც, რითაც ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლას მოვახერხებთ".

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის მე-2 ქვეჯგუფში საქართველოს ნაკრებს 4 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და მე-2 პოზიციაზეა, ლიდერ ჩრდილოეთ მაკედონიას კი მხოლოდ გატანილი გოლებით ჩამორჩება. ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდი B დივიზიონის საგზურს მოიპოვებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები