Thumbnail

უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში მე-5 ტურში საქართველოს ნაკრები სომხეთის ნაკრებს უმასპინძლებს. მატჩის წინ სტუმართა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხოაკინ კაპაროსმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა

ხოაკინ კაპაროსი (სომხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): 

"ახლა მაკედონიასთან მატჩზე საერთოდ არ ვფიქრობთ. მთლიანად კონცენტრირებული ვართ ხვალინდელ მატჩზე, როგორც მე, ისე მთელი გუნდი და მხოლოდ საქართველოსთან შეხვედრაზე ვფიქრობთ.

რასაკვირკველია მხითარიანი ჩვენთვის დიდი ძალაა, მაგრამ მის გარეშე ვართ და წუწუნს აზრი არ აქვს. გვყავს ბევრი მოთამაშე, რომელთაც დიდი მოტივაცია აქვთ და ამიტომ, მგონია, რომ შევძლებთ გავამართლოთ ჩვენი ხალხის იმედი და მოლოდინი. ასევე, მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ნაკრებზე არ მგონია ცუდი გავლენა მოახდინოს ბოლო თამაშმა, რადგან როდესაც ფეხბურთელი ეროვნული ნაკრების მაისურს ირგებს, ეს ყველაზე დიდი პატივია. ხვალინდელი თამაში რთული იქნება, მაგრამ ვეცდებით, რომ საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ.

მიხარია, რომ ჩემს განკარგულებაში ისეთი მაღალი დონის ფეხბურთელია, როგორიც სარგის ადამიანია. ის ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელია და ხვალ გავიგებთ, ვინ ითამაშებს, ის თუ ალექსანდრ კარაპეტიანი.

ბოლო ორ მატჩში სწრაფი გოლები გავიტანეთ, მაგრამ შემდეგ მოვდუნდით. ყველა თამაში განსხვავებულია, ძნელია სათმელია როგორ წარიმართება ეს მატჩი. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს მაღალი დონის გათვალისწინებით, შევეცდებით ამ პრობლემის გადასაჭრელად ყველაფერი გავაკეთოთ“.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის მე-2 ქვეჯგუფში საქართველოს ნაკრებს 4 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და მე-2 პოზიციაზეა, ლიდერ ჩრდილოეთ მაკედონიას კი მხოლოდ გატანილი გოლებით ჩამორჩება. ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდი B დივიზიონის საგზურს მოიპოვებს.

კომენტარები

ბოლო ამბები