Thumbnail

'კრიშტიანო რონალდო ჩემზე სწრაფია' - უსეინ ბოლტის აღიარება

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ცნობილი იამაიკელი მძლეოსანი 8-გზის ოლიმპიური ჩემპიონია
  • ბოლტს ფეხბურთის მიმართ სიყვარული არაერთხელ გამოუხატავს

ცნობილ იამაიკელ მძლეოსანს უსეინ ბოლტს არაერთხელ გამოუხატავს ფეხბუთის მიმართ სიყვარული. ცნობილია, რომ რვაგზის ოლიმპიური ჩემპიონის საყვარელი გუნდი მანჩესტერ იუნაიტედია და მას კარგი ურთიერთობა აქვს "წითელი ეშმაკების" ყოფილ ფეხბურთელთან კრიშტიანო რონალდოსთან.

გარდა ოლიმპიადებზე მიღწეული წარმატებებისა, უსეინს ეკუთვნის ორი რეკორდი. 2009 წელს, ბერლინში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მან 100 და 200-მეტრიან დისტანციებზე სირბილში მსოფლიო რეკორდები დამყარა. უსეინმა 100 მეტრი 9.58 წამში გაირბინა, 200 მეტრი კი - 19.19 წამში.

ბოლტი მძლეოსნობიდან 2017 წელს წავიდა. ახლა ის ფიქრობს, რომ მასზე სწრაფი ხუთი "ოქროს ბურთის" მფლობელი კრიშტიანო რონალდოა. უსეინს მიაჩნია, რომ პორტუგალიელი ვარსკვლავი სუპერსპორტსმენია და მასზე სწრაფია.

"რონალდო ყოველდღე ვარჯიშობს, ის სუპერსპორტსმენია. ის ყოველთვის მაღალ სიმაღლეზე დგას, შრომობს და ყურადღების ცენტრშია. ახლა ნამდვილად ვფიქრობ, რომ რონალდო ჩემზე სწრაფია", - განაცადა ბოლტმა. 

კომენტარები

ბოლო ამბები