Thumbnail
  • ახალი ზელანდია 15:25 არგენტინა
  • პუმებმა 2020 წელს პირველი მატჩი ჩაატარეს და ახალ ზელანდიას აჯობეს

არგენტინის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 3 ერის გათამაშებაში პირველი მატჩი ჩაატარა. ''პუმები'' 2020 წელს მინდორზე პირველად გავიდნენ და სტუმრად ახალი ზელანდიის ნაკრებს 10 ქულით, 25:15 მოუგეს. ეს არის არგენტინული რაგბის ისტორიაში უდიდესი გამარჯვება. მათ ოლ ბლექსი ისტორიაში პირველად დაამარცხეს.

არგენტინასა და ახალ ზელანდიას ამ მატჩამდე 29 შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული, საიდანაც ოლ ბლექსმა 28 მოიგო და მხოლოდ ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა.

ნიკოლას სანჩესს ახალ ზელანდიაში ბენეფისი ჰქონდა. სტად ფრანსეს არგენტინელმა მორაგბემ ახალ ზელანდიას 6 ჯარიმა გაუტანა, ლელო დაუდო და გარდასახვაც ზუსტად გამოიყენა. ''პუმების'' ყველა ქულა სწორედ ნიკოლას სანჩესის ანგარიშზე იყო. მარიო ლედესმას გაწვრთნილმა მორაგბეებმა პირველ ტაიმში მოპოვებული 13-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნეს და ახალ ზელანდიას ისტორიაში პირველად მოუგეს.

ახალი ზელანდია 3 ერის მომდევნო მატჩს არგენტინასთან სტუმრად გამართავს. შეხვედრა 28 ნოემბერსაა ჩანიშნული. ახალი ზელანდიის ნაკრებმა 3 ერში ზედიზედ მეორე მატჩი წააგო. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფაქტი 21-ე საუკუნეში მეორედ მოხდა. ახალზელანდიელებმა პირველად ზედიზედ ორი მატჩი 2009 წელს სამხრეთ აფრიკასთან დათმეს.

ახალი ზელანდია: ლელოები - კეინი, კლარკი. რიჩი მუნგამ ჯარიმა და გარდასახვა გაიტანა.

არგენტინა: ნიკოლას სანჩესმა ლელო დადო. მანვე 6 ჯარიმა და გარდასახვა გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები