Thumbnail

დაბრუნება გამორიცხულია - მანჩესტერ იუნაიტედი რონალდოს არ ელაპარაკება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რონალდოს მანჩესტერ იუნაიტედში შესაძლო დაბრუნებაზე ხმები უსაფუძვლოა
  • ინგლისური კლუბისთვის 35 წლის პორტუგალიელი ვარსკვლავი ძალიან ძვირია  

მედიაში გავრცელებული ხმების მიუხედავად, მანჩესტერ იუნაიტედი არ აპირებს კრიშტიანო რონალდოს დაბრუნებას. ინგლისურ კლუბს, რომლის ღირსებას 35 წლის პორტუგალიელი წლების წინ იცავდა, ფორვარდის სატრანსფერო ფასი და ხელფასის ოდენობა აფრთხობს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, მანჩესტერ იუნაიტედი კრიშტიანოს შესაძლო ტრანსფერზე დაუკავშირდა და წინანადებით მიმართა. დაიწერა ასევე, რომ პორტუგალიელის ტრანსფერზე მოლაპარაკებებისთვის მზად იყო ტურინის იუვენტუსიც, თუკი ამით დაინტერესებული თავად ფეხბურთელიც იქნებოდა.

ახლა Manchester Evening News მანჩესტერ იუნაიტედში თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მხარეებს შორის გარიგებაზე არავითარი საუბარი არ მიმდინარეობს.

რონალდოს პრემიერლიგაში დაბრუნებას ჯერჯერობით არ უნდა ველოდოთ

კრიშტიანო რონალდო მანჩესტერ იუნაიტედის ღირსებას 2003-09 წლებში იცავდა და მასთან ერთად 9 ტიტული, მათ შორის სამჯერ ინგლისის ჩემპიონატი, ერთხელ კი ჩემპიონთა ლიგა მოიგო. კარიერის განმავლობაში ფორვარდი ასევე იცავდა ლისაბონის სპორტინგისა და მადრიდის რეალის ღირსებას, საიდანაც 2018 წელს იუვენტუსში გადაბარგდა.

მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა თავდამსხმელმა იუვენტუსის ღირსება 5 მატჩში დაიცვა, გაიტანა 6 გოლი და მიითვალა 1 საგოლე პასი. 

კომენტარები

ბოლო ამბები