Thumbnail

ტოჩინოშინის მე-4 მოგება - მეტოქე მესამე რიგში გადააგდო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლევან გორგაძემ ნოემბრის ბაშოზე მეოთხე ბრძოლა მოიგო
  • ტოჩინოშინის ბალანსი მიმდინარე ბაშოზე - 4 მოგება და 3 მარცხი

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში დაწყებული წლის დასკვნითი სუპერტურნირი სუმოში ქართველი ტოჩინოშინისთვის წარმატებულად გაგრძელდა. ლევან გორგაძემ უკვე მეოთხე მოგება იზეიმა და დადებითი ბალანსი აქვს.

დღეს, ნოემბრის ბაშოზე მე-7 დღის ორთაბრძოლები გაიმართა და გორგაძემ მეოთხე გამარჯვება ჩაიწერა აქტივში.. მან ენდო დოჰიოდან იორიკირით გადაიყვანა.

ტოკიოს ბაშოს მე-8 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მეისეი იქნება, რომელსაც ქართველი სუმოისტის მსგავსი ბალანსი აქვს - 4 მოგება და 3 მარცხი.

კომენტარები

ბოლო ამბები