Thumbnail
  • ჟოზე მოურინიომ თავისი ფეხბურთელების ნაკრები დაასახელა
  • რამოსი, იბრაჰიმოვიჩი და პოგბა სიაში არ არიან

იმ ტოპ-ფეხბურთელებს სია, რომლებსაც ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით უვარჯიშიათ, ძალიან გრძელია. 2002 წლის შემდეგ პორტუგალიელი საუკეთესო გუნდებს წვრთნის. პორტუს (2002-2004) შემდეგ იყო ჩელსი (2004-2007), მილანის ინტერი (2008-2010), რეალ მადრიდი (2010-2013), ისევ ჩელსი (2013-2015) და მანჩესტერ იუნაიტედი (2016-2018). 2019 წლიდან The Special One ტოტენჰემის დამრიგებელია. მოურინიოს ჩემპიონთა ლიგა ორჯერ აქვს მოგებული, ქვეყნების ჩემპიონატები კი - 8-ჯერ.

გამოცემა Manchester Evening News-ს მოურინიომ ახლა იმ ფეხბურთელებისგან შედგენილი სიმბოლური ნაკრები გააცნო, რომლებიც მისი ხელმძღვანელობით ვარჯიშობდნენ. ამ სიმბოლურ გუნდში ჟოზემ არც სერხიო რამოსი შეიყვანა, არც ზლატან იბრაჰიმოვიჩი და არც პოლ პოგბა. სამაგიეროდ, სიაში არიან მესუთ იოზილი და რიკარდო კარვალიო.

მოურინიოს გუნდი (4-2-3-1): პეტრ ჩეხი - ხავიერ ძანეტი, რიკარდო კარვალიო, ჯონ ტერი, უილიამ გალასი - კლოდ მაკელე, ფრენკ ლამპარდი - კრიშტიანო რონალდო, მესუთ იოზილი, ედენ აზარი - დიდიე დროგბა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები