Thumbnail

დღეს შემოდგომის ერთა თასი იწყება, სადაც 6 ერის ნაკრებებს ფიჯისა და საქართველოს ეროვნული სარაგბო ნაკრებები დაემატნენ. ტურნირის პირველ ტურში ირლანდიის ნაკრები უელსს უმასპინძლებს - ეს A ჯგუფის მატჩია, სადაც ამ ორი ნაკრების გარდა, საქართველოსა და ინგლისის ნაკრებები თამაშობენ.

სამწუხაროა, რომ ამ ტურნირზე ერთი მატჩი გაუქმდა. საფრანგეთის ნაკრებს პირველ ტურში ფიჯისთან უნდა ეთამაშა, თუმცა ფიჯელთა რიგებში 6 მორაგბეს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც შეხვედრა აღარ ჩატარდება. ტურნირის ორგანიზატორების განცხადებით, მჭიდრო კალენდრიდან გამომდინარე, ამ მატჩის ჩატარებას სხვა დროს ვეღარ შეძლებდნენ. მათი იმედი აქვთ, რომ ფიჯელი მორაგბეები მალე გამოჯანმრთელდებიან და უკვე 21 ნოემბრის მატჩისთვის, როცა ისინი იტალიას უნდა შეხვდნენ, სრულ მზადყოფნაში იქნებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები