Thumbnail
  • სფფ-ს ოფისთან აქციის დროს დაპირისპირება მოხდა
  • აქტივისტებმა შენობაში ორუელის 'ცხოველების ფერმის' შეტანა სცადეს
  • მათ ვეტერანი ფეხბურთელები დაუპირისპირდნენ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შენობასთან ჩხუბი იყო!

შემთხვევა დღეს შუადღეს, სფფ-ს ოფისთან მოხდა, სადაც საპროტესტო აქცია იმართებოდა. აქტვივისტები ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელი პლეი ოფის ფინალში მარცხთან ერთად მატჩზე მმართველი პარტიის წარმომადგენლების დასწრებას აპროტესტებდნენ და ფედერაციის მუშაობით უკმაყოფილებას გამოხატავდნენ. ისმოდა შეძახილები: “წადი, წადი!”

📋 მეტი ამ თემაზე: 

ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქტივისტებს ფედერაციის შენობაში ჯორჯ ორუელის წიგნის, “ცხოველების ფერმის” შეტანა სურდათ. მათ ვეტერანი ფეხბურთელები, ლევან ცქიტიშვილი, ლაშა სალუქვაძე, ვალტერ გუჩუა და მიხეილ მაზიაშვილი დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება ფეხბურთის ფედერაციასთან

🔴 ფეხბურთის ფედერაციასთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ, მოქალაქეებსა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა - ადგილზე მობილიზებულია პოლიცია

Posted by Formula • ფორმულა on Friday, November 13, 2020

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს კვირას, 15 ნოემბერს გამართავს. ვაისის გუნდი ერთა ლიგის C დივიზიონის მეხუთე ტურში სომხეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები