Thumbnail
  • 📅 15 ნოემბერი | ⌚ 21:00 | ⚽ საქართველო V სომხეთი | 📺 პირველი არხი
  • მარკო გუიდამ ბოლო 16 მატჩში ფეხბურთელები 8-ჯერ გააძევა

უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები თბილისში სომხეთის ნაკრებს უმასპინძლებს. ამ შეხვედრას იტალიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი მარკო გუიდა იქნება, რომელსაც მატეო პასერი და სერჯო რანგეტი დაეხმარებიან. მე-4 მსაჯის ფუნქციას როზარიო აბისო შეასრულებს.

39 წლის იტალიელი არბიტრი სერია A-ში მუშაობს და ბოლოს 8 ნოემბერს, მილანისა და ვერონას (2:2) შეხვედრა იმსაჯა. გუიდა მსაჯობის მკაცრი მეთოდით გამოირჩევა. შედარებისთვის, მან ბოლო 16 მატჩიდან 6 თამაშში წითელი ბარათი გამოიყენა (ჯამში 8-ჯერ), ხოლო 84-ჯერ ფეხბურთელებს ყვითელი ბარათი უჩვენა.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფში 4 ტურის შემდეგ 6 ქულით მე-2 ადგილზეა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს გატანილი გოლებით ჩამორჩება.

📺 საქართველო v ჩრდ. მაკედონია [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები