Thumbnail

'დინამო არენაზე' ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. გორან პანდევის გოლის წყალობით, ევროპის ჩემპიონატზე ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები ითამაშებს.

თამაშის შემდეგ სოციალურ ქსელში ერთ-ერთ გვერდზე, რომელსაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის თორნიკე ოქრიაშვილის სახელი აქვს, ვლადიმირ ვაისისა და ლევან კობიაშვილის მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადება გავრცელდა.

ფეხბურთელი ამ ფაქტს და საქართველოს მარცხს ინსტაგრამის “სთორიში” გამოეხმაურა. ოქრიაშვილი წერს, რომ აღნიშნული გვერდი მისი არ არის და განცხადება მას არ ეკუთვნის. წაგებული შეხვედრის გამო კი ბოდიშს იხდის.

"ბოდიში, რომ ჩა***ვით და ეს პოსტი და ეს გვერდი ჩემი არ არის და ეს მე არ დამიწერია! ბოდიში", - წერს ქართველი ფეხბურთელი ინსტაგრამის სთორიში.

📺 საქართველო v ჩრდ. მაკედონია [მიმოხილვა]

საქართველოს ნაკრები ისტორიული ფინალის შემდეგ მომდევნო მატჩს კვირას, 15 ნოემბერს გამართავს. ვაისის გუნდი ერთა ლიგის C დივიზიონის მეხუთე ტურში სომხეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები