- საინტერესო ფაქტები და შეფასებები
- წავაგეთ! პანდევმა საქართველოს ოცნება დაასამარა
- 'ბოდიში ყველას, ჩემი დროც ამოიწურა' - ვაისი საქართველოს ნაკრებიდან მიდის
- 'პატარა ერი და პატარა ქვეყანა ვართ' - ფეხბურთელები პრესკონფერენციაზე შეიჭრნენ
"დინამო არენაზე" დასრულდა ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალური მატჩი, რომელშიც ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა გორან პანდევის გოლით საქართველოს ნაკრები დაამარცხა. 2021 წლის ზაფხულში მაკედონიელები ევრო 2020-ის C ჯგუფში ითამაშებენ ნიდერლანდების, უკრაინისა და ავსტრიის ნაკრებებთან ერთად. ასე უიღბლოდ დასრულდა საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი.
საინტერესო ფაქტები
⚽ ამ მატჩის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატების დებიუტანტი გახდებოდა. სამწუხაროდ, ეს ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებია.
⚽ საქართველოს ნაკრები 2019 წლის 19 ნოემბრის შემდეგ პირველად დამარცხდა. მაშინ ვაისის გუნდმა ხორვატიასთან წააგო.
⚽ საქართველოს ნაკრების 5-მატჩიანი წაუგებელი სერია დასრულდა.
⚽ საქართველოს ნაკრებმა შინ ზუსტად 600 დღის შემდეგ წააგო შინ. ბოლოს ეს შვეიცარიის ნაკრებთან მოხდა (0:2).
⚽ საქართველოს ნაკრებს 3-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.
⚽ საქართველოს ნაკრებმა შინ გოლი ბოლოს 66 დღის წინ გაუშვა, მაშინაც ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებისგან (რისტოვსკი).
⚽ 2020 წელს საქართველოს ნაკრებმა სულ 2 გოლი გაუშვა შინ, ორივე ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებისგან.
whoscored.com-მა მატჩის საუკეთესო შეფასება შეხვედრის გმირ გორან პანდევს დაუწერა - 7.7 10-ბალიანი სისტემით. წაგებულთა რიგებში საუკეთესო ნიკა კვეკვესკირი იყო, რომელიც სულ ცოტათი ჩამორჩა პანდევს - 7.6.
📺 საქართველო v ჩრდ. მაკედონია [მიმოხილვა]
whoscored.com-ის შეფასებები
საქართველოს ნაკრები
ლორია - 6.2
კაკაბაძე - 6.7; კვერკველია - 6.3; კაშია - 6.2; დვალი - 5.8
კანკავა - 6.8; კვეკვესკირი - 7.6
ოქრიაშვილი - 6.8; გვილია - 6.2; ყაზაიშვილი - 6.4
კაჭარავა - 6.6
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები
დიმიტრიევსკი - 7.2
ბიეტულაი - 6.5; ველკოვსკი - 7.1; მუსლიუ - 7.0
რისტოვსკი - 7.3; ნიკოლოვი - 6.7; ადემი - 6.8; ალიოსკი - 7.2
ელმასი - 6.7
ნესტოროვსკი - 7.1; პანდევი - 7.7
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა სტატისტიკა
📌 საქართველოს ნაკრებში კარისკენ ყველაზე მეტჯერ ოქრიაშვილმა დაარტყა - 4. აქედან მხოლოდ 1 იყო ზუსტი.
📌 ყველაზე მეტი საჰაერო დუელი კაჭარავამ მოიგო - 9.
📌 ბურთს ყველაზე მეტჯერ ოთარ კაკაბაძე შეეხო - 110.
📌 ოქრიაშვილმა დრიბლინგი 5-ჯერ სცადა, კაკაბაძემ - 4-ჯერ.
📌 ოქრიაშვილის წინააღმდეგ 6-ჯერ დაჯარიმდნენ. ყველაზე მეტი ტექნიკური წუნიც მას ჰქონდა - 4.
📌 კვეკვესკირმა ყველაზე მეტჯერ 8-ჯერ ჩაჭრა ბურთი და 3-ჯერ გამოიტანა სახიფათო ზონიდან.
📌 ნაკრებში ყველაზე მეტი პასი კაკაბაძეს ჰქონდა - 66, თუმცა მხოლოდ 68%-იანი სიზუსტით.
📌 6 ჩაწოდება ოქრიაშვილის ანგარიშზეა.
კომენტარები