Thumbnail

დღე, რომელზეც უდიდესი ზეიმი უნდა ყოფილიყო, კოშმარად გვექცა!

'დინამო არენაზე' ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. გორან პანდევის გოლის წყალობით, ევროპის ჩემპიონატზე ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები ითამაშებს, ქართველი გულშემატკივრების ოცნება დამსხვრეულია.

ვლადიმირ ვაისის გუნდს თამაშის დღეს კიდევ ორი მოთამაშე დააკლდა - ჯიმი ტაბიძე და გიორგი ქვილითაია. პირველ ტაიმში უპირატესობას საქართველოს ნაკრები ფლობდა, შუახაზში დამაჯერებლად თამაშობდა ნიკა კვეკვესკირი, შეტევაში ბევრი საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო ნიკა კაჭარავამ. ყველაზე სახიფათო ეპიზოდი თორნიკე ოქრიაშვილის დარტყმა იყო, რომელიც ოდნავ აცდა დიმიტრიევსკის კარს. მაკედონიელებმა ამას გორან პანდევის სახიფათო დარტყმით უპასუხეს.

ჩრდილოეთ მაკედონიამ 56-ე წუთზე გახსნა ანგარიში, ელმასმა შესანიშნავად ითამაშა მარცხენა ფლანგზე და ცენტრში ნესტოროვსკი მოძებნა, რომელმაც მეკარესთან პირისპირ გორან პანდევი გაიყვანა. 37 წლის ვარსკვლავმაც თავისი შანსი გამოიყენა.

72-ე წუთზე ნესტოროვსკიმ ასპროცენტიანი მომენტი გაუშვა ხელიდან, როცა დარტყმის ნაცვლად პასის გაკეთება გადაწყვიტა. გოლის გაშვების შემდეგ ვლადიმირ ვაისის გუნდმა ვერაფერი შემოგვთავაზა და დამსახურებულად დამარცხდა. 

მატჩის სტატისტიკა: 5:4 (2:2); კუთხური: 3:5; თამაშგარე: 0:1; ბურთის ფლობა: 59%:41%; პასები: 445:337

📺 საქართველო v ჩრდ. მაკედონია [მიმოხილვა]

საქართველო 0:1 ჩრდილოეთ მაკედონია

გოლი: 0:1 პანდევი (56)

საქართველო (4-2-3-1): ლორია - კაკაბაძე, კვერკველია, კაშია (88. ჯიღაური), დვალი (90+2. დავითაშვილი) - კვეკვესკირი, კანკავა - ოქრიაშვილი, გვილია (80. პაპუნაშვილი), ყაზაიშვილი (90+2. ხოჭოლავა) - კაჭარავა (81. ლობჯანიძე).

ჩრდ. მაკედონია (3-5-2): დიმიტრიევსკი - ბეიტულაი, მუსლიუ, დ. ველკოვსკი - რისტოვსკი (89, ზაიკოვსკი), ადემი (67. სპიროვსკი), ელმასი, ნიკოლოვი (84. კოსტადინოვი), ალიოსკი- ნესტოროვსკი (89. ტრიჩკოვსკი), პანდევი. 

საქართველო 0:1 ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველო 0:1 ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველო 0:1 ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველო 0:1 ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველო 0:1 ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველო 0:1 ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველო 0:1 ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველო 0:1 ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველო 0:1 ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველო 0:1 ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველო 0:1 ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველო 0:1 ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველო 0:1 ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველო 0:1 ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველო 0:1 ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველო 0:1 ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველო 0:1 ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველო 0:1 ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველო 0:1 ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველო 0:1 ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველო 0:1 ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველო 0:1 ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველო 0:1 ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველო 0:1 ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველო 0:1 ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველო 0:1 ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველოს ნაკრები ისტორიული ფინალის შემდეგ მომდევნო მატჩს კვირას, 15 ნოემბერს გამართავს. ვაისის გუნდი ერთა ლიგის C დივიზიონის მეხუთე ტურში სომხეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები