Thumbnail

ჩრდილოეთმაკედონიურმა გამოცემამ სკანდალური სტატია საიტიდან აიღო

  • მაკედონიურ საიტზე საქართველოსთან მატჩის წინ უტაქტო პუბლიკაცია გამოქვეყნდა
  • Sportmedia.mk-მა მოგვიანებით ბოდიში მოიხადა და საიტიდან სტატია აიღო

მაკედონიურმა საიტმა Sportmedia.mk-მა, საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩის წინ გამოქვეყნებული უტაქტო პუბლიკაციის გამო ბოდიში მოიხადა.

პუბლიკაციაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიაზე, ე.წ. სამხრეთ ოსეთში 2006 წლის 12 ნოემბერს ჩატარებულ რეფერენდუმზე იყო საუბარი. სტატიის ავტორი იმედს გამოთქვამდა, რომ ეს დღე საქართველოს კიდევ უფრო მწარედ დაამახსოვრდებოდა.

ჩრდილოეთმაკედონიურმა გამოცემამ მოგვიანებით ბოდიში მოიხადა და საიტიდან სტატია აიღო.

კომენტარები

ბოლო ამბები