Thumbnail

ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი ოფის ფინალის დაწყებამდე სულ რამდენიმე საათი რჩება. საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ ითამაშებს და შეეცდება ისტორიაში პირველად გავიდეს დიდ საფეხბურთო ფორუმზე.

ეროვნული გუნდი შეხვედრას დანაკლისით ხვდება. ტრავმის გამო ნაკრებს ვერ ეხმარება გიორგი ჩაკვეტაძე, რომლის დიდი დამსახურებაცაა, რომ ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელ პლეი ოფში მოხვდა. გიორგიმ გუნდს სოციალური ქსელის მეშვენობით მიმართა და გაამხნევა.

"წარმატებები ძმებო, დღეს დიდი გამარჯვების დღეა", - წერს ჩაკვეტაზე ინსტაგრამის "სთორიში".

ჩაკვეტაძე, რომ ვერ დაგვეხმარებოდა ეს რამდენიმე კვირით ადრე ვიცოდით. გუშინ კი ქართველი გულშემატკივრისთვის კიდევ ერთი ცუდი ამბავი გავრცელდა. ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს ხვიჩა კვარაცხელიას კოვიდ-19 დაუდგინდა და გუნდს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ვერ დაეხმარება. ჩაკვეტაძის მსგავსად ხვიჩამ თანაგუნდელებს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართა.

"მიდით ბიჭებო ასახელეთ ჩვენი ქვეყანა. წინ დიდი გამარჯვებისკენ", - წერს ხვიჩა ინსტაგრამ სთორიში.

დანაკლისის ფონზე, დიდი როლი ენიჭება თორნიკე ოქრიაშვილის კარგ თამაშს. ისტორიულ თამაშამდე თოკოს ვაჟიშვილი ამხნევებს.

"მამა დღეს უნდა მოიგოთ. მიყვარხარ მამა", - აქვეყნებს ფოტოს თოკო ინსტაგრამის "სთორიში".  

კომენტარები

ბოლო ამბები