- 📅 12 ნოემბერი | ⌚ 21:00 | ⚽ საქართველო V ჩრდ. მაკედონია | 📺 პირველი არხი
- საქართველოს ნაკრების მეტოქე ქვეყნის პირველმა პირმა გაამხნევა
- 5 ფაქტორი, რომელიც ფინალის ბედს გადაწყვეტს
- 'ემოციური ფონი იქნება, ყველაფრისთვის მზად ვართ!' - რა თქვა ვაისმა
- კოშმარული ამბავი: ფინალი კვარაცხელიას გარეშე! 2 ფეხბურთელი ინფიცირებულია
- PREVIEW | ყველაფერი ან არაფერი - ერთი ნაბიჯი ისტორიამდე
ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრებმა, რომელიც თბილისში ევრო 2020-ზე გამსვლელი პლეი ოფის ფინალში საქართველოსთან სათამაშოდ ემზადება, ქვეყნის პრეზიდენტისგან გამახნევებელი ზარი მიიღო.
სტევო პენდაროვსკი ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს სასტუმროში ვიდეო-ქოლის მეშვეობით შეეხმიანა და პრინციპული მატჩის წინ გუნდში არსებული სიტუაციით დაინტერესდა. პრეზიდენტმა ნაკრებში კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობა გამოიკითხა და თანამემამულეებს წარმატება უსურვა. პენდაროვსკიმ აღნიშნა, რომ დღეს მთელი ქვეყანა ტელევიზორებს იქნება მიჯაჭვული და საყვარელი ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას უქომაგებს.
ქვეყნის პირველ პირს ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იგორ ანგელოვსკი, კაპიტანი გორან პანდევი და სხვებიც ყურადღებით უსმენდნენ და ერთობლივად პირობა დადეს, რომ თბილისში დღეს დაგეგმილ შეხვედრაში გამარჯვებისთვის მაქსიმუმს გაიღებენ.
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების დაპირისპირება 21:00 საათზე უმაყურებლო "დინამო არენაზე" დაიწყება და გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. აქედანვე ცნობილია, რომ წყვილში მოგებული ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში გამოვა, სადაც მეტოქეებად ნიდერლანდების, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებები ეყოლება.
კომენტარები