Thumbnail

14 ნოემბერს ექვსი ერის ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული ახალი ტურნირის, "შემოდგომის ერთა თასის" პირველ ტურში ინგლისის ნაკრები რაგბის მექა "თვიქნემზე" საქართველოს ნაკრებს უმასპინძლებს.

შაბათის შეხვედრისთვის 23-კაციანი  შემადგენლობა დაასახელა ინგლისმა. ბრიტანელებს საქართველოს წინააღმდეგ გამოცდილი მოთამაშეებით და ახალგაზრდებით შეჯერებული გუნდი ეყოლება, რომლებიც 6 ერის მოგების შემდეგ წარმატების მიღწევას 8 ერში ეცდებიან.

ნაკრებში დებიუტი ექნება ჯეკ უილისს, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ თამაშს შვიდ ნომერზე ძირითად შემადგენბლობაში დაიწყებს. 101-ე შეხვედრას ჩაატარებს გუნდის ძირითადი 9 ნომერი ბენ იანგსი. ინგლისელებს ოუენ ფარელი უკაპიტნებს.

მოახლოვებულ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯონსმა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველო რთული მეტოქე იქნება და მისი მოთამაშეები შაბათის შეხვედრისთვის კონცენტრირებულნი არიან.

ედი ჯონსმა შემადგენლობა დაასახელა

"ამ კვირაში კარგად ვივარჯიშეთ. საქართველო რთული მეტოქე იქნება. გუნდში ახალგაზრდა და გამოცდილი მოთამაშეების კარგი ნაზავი გვაქვს. მოთამაშეები მთლიანად კონცენტრირებულნი არიან შაბათის შეხვედრისთვის. ჩვენ ველოდებით ჩვენს სახლში, "თვიქნემზე" დაბრუნებას. გვინდა ხალხს ქვეყნისთვის მძიმე პერიოდში ღიმილის მიზეზი მივცეთ", - განაცხადა ჯონსმა.

ინგლისის ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

ხაზი: 15. ელიოტ დეილი, 14. ჯონათან ჯოზეფი, 13. ოლი ლოურენსი, 12 . ჰენრი სლეიდი, 11. ჯონი მეი, 10. ოუენ ფარელი (კაპიტანი), 9. ბენ იანგსი.

შერკინება: 8. ბილი ვუნიპოლა, 7. ჯეკ უილისი, 6. მარო იტოჯე, 5. ჯო ლაუნჩბერი, 4. ჩარლი იუელსი, 3. უილ სტიუარტი, 2. ჯეიმ ჯორჯი, 1. ელის გენგი.

სათადარიგო შემადგენლობა: 16. ტომ დანი, 17. მაკო ვუნიპოლა, 18. კაილ სინკლერი, 19. ბენ ირლი, 20. ტომ ქარი, 21. დენ რობსონი, 22. მაქს მალინსი, 23. ჯო მარჩანტი.   

კომენტარები

ბოლო ამბები