Thumbnail

ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელი პლეი ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები დღეს ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს დაუპირისპირდება. ჩვენი მეტოქის ფეხბურთის ფედერაციამ პროექტის - "ახლა ჩვენი დროა" ეგიდით გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ მოახლოებული მატჩის ტაქტიკის შესახებ ისუაბრა. მან ხაზი გაუსვა საკვანძო მომენტებს და იმ ნიუნასებს, რომელზეც ყველაზე დიდი ყურადღების მიქცევა იქნება საჭირო.

"ყველაზე მნიშვნელოვანია მათი მცველების წნეხის ქვეშ მოქცევა, რათა არ შეძლონ თამაშის წყნარად გადატანა მოედნის შუაში და გრძელი პასების გაკეთება მოუწიოთ. ამ ბურთებს კი ჩვენ უნდა დავეუფლოთ. უნდა გამოვიყენოთ სივრცეები რგოლებს შორის, სადაც ელმასი და პანდევი თამაშობენ და მათ პირდაპირ დაცვას უნდა შეუტიონ. ფორვარდებს ფლანგებიდან ალიოსკი და რისტოვსკი დაეხმარებიან და ხიფათი აუცილებლად შეიქმნება. სტანდარტებისგან თავი კარგად უნდა დავიცვათ, რადგან საკმაოდ მაღალი ფეხბურთელები ჰყავთ. ჩემს ფეხბურთელებს ვენდობი. ფინალში ვართ დ ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად ბოლო ნაბიჯი უნდა გადავდგათ".

Дел од подготовките на селекторот на македонската репрезентација и неговиот стручен штаб за вечерашниот натпревар 🇬🇪-🇲🇰 #НапредМакедонија | #СегаЕНашеВреме #EURO2020

Posted by Фудбалска Репрезентација на Македонија on Thursday, November 12, 2020

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების დაპირისპირება დღეს, უმაყურებლო "დინამო არენაზე" გაიმართება და გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. აქედანვე ცნობილია, რომ წყვილში მოგებული ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში გამოვა, სადაც მეტოქეებად ნიდერლანდების, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებები ეყოლება.

კომენტარები

ბოლო ამბები