Thumbnail

ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელი პლეი ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას დღეს უმასპინძლებს. როგორც Sportmedia წერს, სტუმრები გამარჯვების შემთხვევაში სოლიდურ პრემიას მიიღებენ.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციამ პრეზიდენტ მუამედ სეიდინის ხელმძღვანელობით გადაწყვიტა, რომ საქართველოსთან გამარჯვების შემთხვევაში ფეხბურთელები 3 მილიონი ევროს ოდენობის პრემიით დააჯილდოვონ.

Sportmedia-ს ინფორმაციით, ევროზე გასვლის შემთხვევაში, მაკედონიის ფეხბურთის ფედერაცია სპორტული მატჩისთვის სარეკორდოდ დიდ სარგებელბს ნახავს და ჯამში 9 450 000 ევროს გამოიმუშავებს. თანხის დაახლოებით 30% კი ფეხბურთელებს ერგებათ.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების დაპირისპირება დღეს, უმაყურებლო "დინამო არენაზე" გაიმართება და გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. აქედანვე ცნობილია, რომ წყვილში მოგებული ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში გამოვა, სადაც მეტოქეებად ნიდერლანდების, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებები ეყოლება.

კომენტარები

ბოლო ამბები