Thumbnail
  • 📅 12 ნოემბერი | ⌚ 14:00 | ⚽ U21 საქართველო V სლოვაკეთი | 📺 SILK UNIVERSAL
  • ვასილ მაისურაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში ბოლო მატჩს ჩაატარებს

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრას 12 ნოემბერს, თბილისში გამართავს. ვასილ მაისურაძის გუნდი სლოვაკეთის ახალგაზრდულ ნაკრებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება. 

საკვალიფიკაციო ეტაპის მეათე მატჩისთვის, ახალგაზრდული ნაკრები 23 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადა. გუნდს ვერ დაეხმარებიან დავით კობოური, შალვა ბურჯანაძე, ლუკა სილაგაძე და ირაკლი ზარიძე. საწვრთნელ პროცესს ვაჟა ფაცაცია, ლაშა უგრეხელიძე, ნიკოლოზ მალი და ზურაბ მუსელიანი შეუერთდნენ.

U21 საქართველოს ნაკრები

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), დავით კერესელიძე (გაგრა, საქართველო), ლუკა სანიკიძე (თელავი, საქართველო)

მცველები: ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ძოწენიძე (თელავი, საქართველო), ილია ბერიაშვილი (თელავი, საქართველო), გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო, თბილისი, საქართველო), ვაჟა ფაცაცია (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა უგრეხელიძე (სიონი, ბოლნისი საქართველო)

ნახევარმცველები: ირაკლი აზაროვი (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი კუცია (დინამო, თბილისი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), იური ტაბატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ვალენსია, ესპანეთი), ნიკოლოზ მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა, გორი, საქართველო), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), სერგო კუხიანიძე (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო). გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ზურაბ მუსელიანი (ვიტ ჯორჯია, თბილისი, საქართველო).

საქართველოს ნაკრების ბოლო ვარჯიში
📷 | GFF.GE

ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის  მეორე ჯგუფში, საქართველოს ნაკრები 12 ქულით მესამე ადგილზეა, სლოვაკეთს 9 ქულა აქვს და ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები