Thumbnail

'ფიფას და უეფას მარიონეტები ვართ' - ტონი კროოსი ევროპის პრემიერლიგაზე

  • 30 წლის გერმანელმა ნახევარმცველმა ფიფა და უეფა გააკრიტიკა
  • რეალის ფეხბურთელს არ მოსწონს, რომ ყველაფერი ფულით იზომება

მადრიდის რეალისა და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა ტონი კროოსმა კომენტარი ევროპის პრემიერლიგის შესაძლო შექმნაზე გააკეთა. 30 წლის ფეხბურთელის აზრით, ასეთი ტურნირი საინტერესო ნამდვილად იქნებოდა, მაგრამ ის დიდ და პატარა კლუბებს შორის სხვაობას კიდევ უფრო გაზრდიდა.

"ფეხბურთელებს არავინ არაფერს გვეკითხება. ჩვენ მხოლოდ ფიფას და უეფას მარიონეტები ვართ. რომ არსებობდეს მოთამაშეთა პროფკავშირი, ალბათ არ მოგვიწევდა ერთა ლიგაში თამაში და არც ესპანეთის სუპერთასს ჩავატარებდით საუდის არაბეთში.
 
ასეთი ტურნირებით ცდილობენ, ფეხბურთელებისგან მაქსიმუმი გამოწურონ და მეტი თანხა მიიღონ. ვამჯობინებდი, რომ ყველაფერი ის, რაც კარგად მუშაობს, უცვლელად დარჩეს. 
 
სპორტული თვალსაზრისით, ასეთი ტურნირი (ევროპის პრემიერლიგა) მართლაც საინტერესო იქნებოდა, რადგან იქ მხოლოდ მაღალი დონის მატჩები ჩატარდებოდა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში დიდ და პატარა კლუბებს შორის უფსკრული კიდეევ უფრო გაღრმავდება. სწრაფი და იოლი ფული ყოველთვის გადამწყვეტი არ უნდა იყოს", - ამბობს ფეხბურთელი, რომელიც გერმანიის ნაკრებთან ერთად 2014 წლის მუნდიალის გამარჯვებული გახდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისის, გერმანიის, ესპანეთის, იტალიისა და საფრანგეთის 10-ზე მეტი კლუბი, რომელთა შორის ლივერპული და მანჩესტერ იუნაიტედიცაა, ახალი ტურნირის შექმნის შესაძლებლობას განიხილავს, რომელსაც "ევროპის პრემიერლიგა" ერქმევა. ორგანიზატორებს მისი დაწყება 2022 წლიდან სურთ. 

კომენტარები

ბოლო ამბები