Thumbnail

პარიზშიც ვერ იჭიდავებს - IOC-მა მოძმანაშვილი მკაცრად დასაჯა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • IOC-მა დავით მოძმანაშვილი ლონდონის ოლიმპიადის დოპინგისთვის დასაჯა
  • ფაქტობრივად, მისი კარიერა დასრულებულია

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით მოძმანაშვილი (120 კგ) დასაჯა. 8 წლის წინათ, ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე დოპინგის გამოყენებისთვის, რომელიც ხელახალი ტესტირებისას გამოჩნდა 2019 წლის იანვარში, მოძმანაშვილი 6-წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, რადგან ეს მისთვის ტესტის ჩაგდების მეორე შემთხვევაა და, წესით, სამუდამო დისკვალიფიკაციაც ეკუთვნოდა. ერთი ეგაა, 39 წლის მოძმანაშვილისთვის ეს სასჯელი მაინც სამუდამო დისკვალიფიკაციის ტოლფასია. ის ვერც 2021 წელს იასპარეზებს ტოკიოს ოლიმპიადაზე და ვერც 2024 წელს პარიზის ოლიმპიადაზე. 

ლონდონის ოლიმპიადის ფინალი. მოგებულიც და დამარცხებულიც დასჯილია

შეგახსენებთ, რომ მოძმანაშვილი ჯერ კიდევ 2008 წელს ჩავარდა დოპინგ-ტესტზე, რისთვისაც მას ევროპის ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს, 2012 წელს მან ვერცხლის მედალი მოიპოვა, რომელიც შეიძლებოდა ოქროდ ქცეულიყო, რადგან ოლიმპიური ჩემპიონი ტაიმაზოვი დოპინგ-ტესტზე ჩავარდა. მაგრამ ხელახალმა შემოწმებამ 2019 წლის იანვარში დაადგინა, რომ მოძმანაშვილმა ანაბოლური სტეროიდი ტურინაბოლი მიიღო. 

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს დავით მოძმანაშვილმა მოქალაქეობა შეიცვალა და მას მერე უზბეკეთის სახელით ჭიდაობდა. 2018 წლის აზიის თამაშებზე მან მე-3 ადგილი დაიკავა. 

კომენტარები

ბოლო ამბები