Thumbnail

7 ტალანტი, რომლებსაც 8 ერზე უნდა დავაკვირდეთ - თაფლაძე სიაშია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • 7 ტალანტი, რომლებსაც შემოდგომის ერთა თასზე უნდა ვუყუროთ
  • დემურ თაფლაძე RugbyPass-ის რჩეულ მორაგბეებში

ინგლისური სარაგბო გამოცემის, RugbyPass-ის ვებგვერდზე სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც იმ 7 მორაგბეზეა ყურადღება გამახვილებული, რომლებსაც "შემოდგომის ერთა თასზე" უნდა დავაკვირდეთ. სასიხარულოა, რომ ამ 7 მორაგბეს შორის დემურ თაფლაძეც მოხვდა.

RugbyPass დემურ თაფლაძეზე: საქართველოს ნიჭიერი, ახალგაზრდა მორაგბე ჰყავს დავით ნინიაშვილი სახით, რომელიც 18 წლისაა და უახლოეს წლებში ''ბორჯღალოსნებს'' ბევრ სარგებელს მოუტანს, მაგრამ ამ ტურნირზე დემურ თაფლაძის გაბრწყინებას უნდა ველოდოთ.

თაფლაძე ფიზიკურად ძლიერია, მას ბევრი სამუშაო ექნება. მას შეუძლია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდეს. თაფლაძეს შეუძლია უკანა ხაზის ლიდერი გახდეს და შერკინების მოთამაშეების ძალა მაქსიმალურად გამოიყენოს.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ერთა თასის შეხვედრას 14 ნოემბერს ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 19:00-საათზე დაიწყება. ''ბორჯღალოსნებმა'' ინგლისში პირველი ვარჯიშიც გამართეს და პირველი კომენტარებიც გააკეთეს.

კომენტარები

ბოლო ამბები