Thumbnail
  • 📅 14 ნოემბერი | ⌚ 19:00 | 🏉 ინგლისი V საქართველო | 📺 TV იმედი
  • საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ინგლისში პირველად ივარჯიშა
  • ჯაბა ბრეგვაძისა და თორნიკე ჯალაღონიას კომენტარები ინგლისთან მატჩამდე

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ინგლისში პირველი ვარჯიში გამართა. ლევან მაისაშვილის გუნდი 14 ნოემბერს, 19:00-საათზე, ინგლისის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს და 8 ერში პირველ შეხვედრას გამართავს.

საბედნიეროდ, ყველა მორაგბე ოპტიმალურ ფორმაშია და ტრავმები ნაკლებად აწუხებთ. რაგბის კავშირის ოფიციალურ გვერდზე ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც ჯაბა ბრეგვაძისა და თორნიკე ჯალაღონიას კომენტარებია. მორაგბეებმა განაცხადეს, რომ ეს მატჩი მათთვის დიდი მნიშვნელობისაა და კოლოსალურ გამოცდილებას მიიღებენ.

ჯაბა ბრეგვაძე: "ინგლისის ნაკრებს ბოლოს 2011 წელს ვეთამაშეთ. დიდი დრო გავიდა იმის შემდეგ, ცხადია, ინგლისი ახლა სხვა გუნდია. ამ თამაშისგან ველით იმას, რომ უკეთესად ვითამაშოთ, ვიდრე შოტლანდიის წინააღმდეგ. თამაში მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი მომავალი მატჩებისთვის და განვითარებისთვის.

პირველი დონის გუნდები არცერთ შეცდომას არ გვპატიობენ და ყველა შეცდომას ქულებად აქცევენ. მთელი 80 წუთის განმავლობაში მაქსიმალურად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ, რათა ნაკლები ქულა გავუშვათ. ის შეცდომები, რასაც დაუშვებენ, ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ".

თორნიკე ჯალაღონია: "ინგლისთან თამაშში გვსურს, რომ ჩვენი ძლიერი მხარე ვანახოთ. გვსურს, ლაღად და თავისუფლად ვითამაშოთ. ეს ტურნირი უდიდეს გამოცდილებას მოგვცემს, რაც ჩვენს ნაკრებს ძალიან სჭირდება".

კომენტარები

ბოლო ამბები