Thumbnail

ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრებმა დინამო არენაზე, სადაც ხვალ საღამოს საქართველოსთან ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალური მატჩი ელის, ვარჯიში ჩაატარა.

მთავარი სიახლე ისაა, რომ გუნდთან ერთად იყო ზაგრების დინამოს ნახევარმცველი არიან ადემი (3 გოლი 17 მატჩში), რომლის მინდორზე გასვლაც კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. მაკედონიელთა ერთ-ერთმა ლიდერმა ტრავმა კვირას, ხორვატიის ჩემპიონატში მორიგი მატჩის წინ, მოთელვისას მიიღო. სკოპიეში ჩასვლის შემდეგ არიანს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რამაც ტრავმის არსებობა დაადასტურა. ფეხბურთელი ეროვნულ გუნდს თბილისში მაინც ჩამოჰყვა და როგორც სჩანს, მდგომარეობა უიმედო სულაც არ არის.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს ესპანური ლევანტეს შემტევი ნახევარმცველი ენის ბარდი (5 გოლი 31 მატჩში). 25 წლის ფეხბურთელი ეროვნული გუნდის შეკრებაზე გამოცხადდა, თუმცა, ჩატარებული კვლევების შედეგად, სამედიცინო პერსონალმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ მისი მინდორზე გასვლა მართებული არ იქნება. ბარდის ზურგის კუნთის ტრავმა აქვს და ის ვალენსიას დაუბრუნდა. ცნობილი გახდა ისიც, რომ კორონავირუსის გამო, შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ უნგრული უიპეშტის მცველი კირე რისტევსკი და ბოსნიური სარაევოს ფორვარდი კრსტე ველკოსკი.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების დაპირისპირება 12 ნოემბერს, თბილისში, უმაყურებლო "დინამო არენაზე" გაიმართება და გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. აქედანვე ცნობილია, რომ წყვილში მოგებული ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში გამოვა, სადაც მეტოქეებად ნიდერლანდების, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებები ეყოლება.

ჩრდ. მაკედონიის ნაკრების ვარჯიში

ჩრდ. მაკედონიის ნაკრების ვარჯიში

ჩრდ. მაკედონიის ნაკრების ვარჯიში

ჩრდ. მაკედონიის ნაკრების ვარჯიში

ჩრდ. მაკედონიის ნაკრების ვარჯიში

ჩრდ. მაკედონიის ნაკრების ვარჯიში

ჩრდ. მაკედონიის ნაკრების ვარჯიში

ჩრდ. მაკედონიის ნაკრების ვარჯიში

ჩრდ. მაკედონიის ნაკრების ვარჯიში

ჩრდ. მაკედონიის ნაკრების ვარჯიში

ჩრდ. მაკედონიის ნაკრების ვარჯიში

ჩრდ. მაკედონიის ნაკრების ვარჯიში

ჩრდ. მაკედონიის ნაკრების ვარჯიში

ჩრდ. მაკედონიის ნაკრების ვარჯიში

ჩრდ. მაკედონიის ნაკრების ვარჯიში

ჩრდ. მაკედონიის ნაკრების ვარჯიში

ჩრდ. მაკედონიის ნაკრების ვარჯიში

ჩრდ. მაკედონიის ნაკრების ვარჯიში

 

კომენტარები

ბოლო ამბები