- 📅 12 ნოემბერი | ⌚ 21:00 | ⚽ საქართველო V ჩრდ. მაკედონია | 📺 პირველი არხი
- საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგე სკოპიედან ჩამოფრინდა
- 'შეუტიეთ შუა თბილისში' - მაკედონიური ფეხბურთის ლეგენდის ემოციური განცხადება
ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრები დაახლოებით სამსაათიანი მგზავრობის შემდეგ სკოპიედან თბილისში ჩამოვიდა და სასტუმროში დასაბინავებლად გაემგზავრა.
როგორც Gol.mk წერს, მძიმე დანაკლისის მიუხედავად, რაშიც ბარდის, ველკოსკისა და რისტევსკის გამოკლება იგულისხმება, მაკედონიელთა რიგებში ამაღლებული განწყობაა. რეისის მიმდინარეობისას ფეხბურთელები მომავალი მატჩის პერიპეტიებზე საუბრით იყვნენ დაკავებულნი, ელჯიფ ელმასისა და ეზკან ალიოსკის კი დრო ვიდეო-თამაშებით გაჰყავდათ.

ახლა, მაკედონიელები ცოტას დაისვენებენ, მალევე კი გეზს დინამო არენასკენ აიღებენ, სადაც ხვალ ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალური მატჩი ჩატარდება. ცნობილია, რომ 18:30 საათზე სტუმართა თავკაცის იგორ ანგელოვსკის პრესკონფერენციაა დაგეგმილი, 19:00 საათიდან კი მაკედონიელთა მატჩისწინა ვარჯიში დაიწყება.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ პლეი ოფში თამაშის უფლება უეფას ერთა ლიგის D დივიონზში წარმატებული გამოსვლით მოიპოვა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა პლეი ოფის ნახევარფინალში შინ ბელარუსს მოუგო (1:0), ჩრდილოელ მაკედონიამ კი თავის მხრივ კოსოვო დაამარცხა (2:1). ცნობილია, რომ საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის ფინალურ წყვილში გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში გამოვა, სადაც მეტოქეებად ნიდერლანდების, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებები ეყოლება.
კომენტარები