Thumbnail
  • ფენერბაჰჩე 82:73 ბასკონია
  • პლეი ოფის პირველ მატჩში შენგელიამ 16 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა

ევროლიგის პლეი ოფის პირველ მატჩში თორნიკე შენგელიას ბასკონია სტამბოლში ევროლიგის შარშანდელ გამარჯვებულ ფენერბაჰჩეს ესტუმრა და 73:82 დამარცხდა. 

ბასკონიას კაპიტანი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა სწორედ შენგელიამ გაუჩინა მთავარი საფიქრალი ჟელკო ობრადოვიჩის გუნდს. ბასკონიამ მესამე და მეოთხე მეოთხედებში იყოჩაღა, მაგრამ საბოლოდ ვერას გახდა.

შენგელიამ 24:52 წუთში 16 ქულა ჩააგდო, რაც სტუმართა გუნდში საუკეთესო მაჩვენებელია, ზუსტად ამდენივე ქულა მიითვალა გამარჯვებულთა ამერიკელმა ვანამეიკერმაც.

შენგელიას ანგარიშზეა 6 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა. მარგი ქმედების კოეფიციენტით (19) იგი საუკეთესო იყო სტუმართა რიგებში. 

ჟელკო აბრადოვიჩი (ფენერბაჰჩე): ბასკონიას მათი კალათბურთელები ძალიან სახიფათოები არიან, განსაკუთრებით, შენგელია, რომელსაც ფარქვეშ შემოჭრა შეუძლია. ასე რომ, ერთ წამსაც ვერ მოდუნდები.

ბასკონიას ფანებმა ტვიტერზე ლუკა ვილდოზა აირჩიეს გუნდის MVP-დ (42%-მას, 29% - თოკოს), თუმცა სტატისტიკურად ეს "ტიტული" შენგელიას ერგო.

მეორე მატჩი 20 აპრილს ისევ სტამბოლში გაიმართება. სერია სამ მოგებამდეა.

კომენტარები

ბოლო ამბები