Thumbnail

12 ნოემბერს ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს მასპინძლობს. თბილისში გამომგზავრების წინ მაკედონიური gol.mk წერს, რომ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ტესტირების პასუხი ცნობილია - Covid-19 არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა.

თამაშს შეძლებს კირე რისტევსკიც, რომელმაც უკვე გადაიტანა კორონავირუსი და ბოლო ტესტი მასაც უარყოფითი აღმოაჩნდა. მეტოქის ბანაკში მხოლოდ ერთი პრობლემა რჩებათ - არიან ადემის ტრავმა. მიუხედავად ტრავმისა, ადემი გუნდთან ერთად თბილისში მოფრინავს, თუმცა მისი თამაში პირველივე წუთებიდან თითქმის გამორიცხულია. 

კომენტარები

ბოლო ამბები