Thumbnail

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალისთვის ზმადებას აგრძელებს. შეკრების მე-2 დღეს ნაკრებს ყველა ფეხბურთელი შეუერთდა, მაგრამ რამდენიმე მათგანმა ინდივიდუალურად ივარჯიშა.

11 ნოემბერს, ნაკრები „დინამო არენაზე“ მატჩისწინ ბოლო ვარჯიშს ჩაატარებს, ხოლო მანამდე ვლადიმირ ვაისი პრესკონფერენციას გამართავს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს. მატჩამდე კომენტარი თორნიკე ოქრიაშვილმა გააკეთა და აღნიშნა, რომ გუნდი ერთიანი და შეკრულია, რაც ბოლო პერიოდის შედეგებშიც აისახა. 

საქართველოს ნაკრების ვარჯიში 
📸 GFF

საქართველოს ნაკრების ვარჯიში ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის წინ (მე-2 დღე)

თორნიკე ოქრიაშვილი (საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი):

"ჩრდილოეთ მაკედონია კარგი გუნდია, ერთმანეთს უკვე ორჯერ ვეთამაშეთ და ერთმანეთის სუსტი წერტილები კარგად ვიცით, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. მოგების გარდა სხვა შედეგზე არ ვფიქრობთ, ეს თითოეული ჩვენგანისთვის და მთლიანად ქართველი ერისთვის უმნიშვნელოვანესი მატჩია. გუნდში საუკეთესო განწყობაა, ყველანი მოუთმენლად ველოდებით შეხვედრას.

​ძალიან შეკრული გუნდი ვართ, საქართველოს ნაკრები ერთი დიდი ოჯახია, ჩვენ როგორც მოედანზე ისე მის მიღმა ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ. ვფიქრობ, რომ ეს განწყობა თამაშზეც დაგვეტყო. ბოლომდე ვიხარჯებით და სწორედ ეს მგონია იმის მიზეზი, რომ ერთა ლიგაზე წარმატებით გამოსვლას ვაგრძელებთ. გულშემატკივრებისგან უამრავი შეტყობინება მივიღე და ვიცი, რომ ყველა  ელოდება ამ თამაშს. მადლობა მათ გამამხნევებელი სიტყვებისთვის."

საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველმა ოთარ კაკაბაძემ კი განაცხადა, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს უკვე ძალიან იცონებენ და ფინალში მოედანზე განსაკუთრებული განწყობით გავლენ.

ოთარ კაკაბაძე (საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი):

"სამწუხაროა,რომ გულშემატკივარი არ იქნება ტრიბუნაზე, მაგრამ მათ მხარდაჭერას ნამდვილად ვგრძნობთ. ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს ორჯერ ვეთამაშეთ და მათ ძალიან კარგად ვიცნობთ. ვფიქრობ, რომ ამ თამაშზე კიდევ უფრო განსაკუთრებული განწყობით გავალთ. ეს ფინალია და ყველა გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ვფიქრობთ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიაზე უკეთესი ნაკრები გვყავს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს დავამტკიცოთ. ყველა ჩვენგანის კარიერაში ეს ყვლაზე გამორჩეული თამაში იქნება, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შეხვედრა ჩვენს სასარგებლოდ დავასრულოთ".

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების დაპირისპირება 12 ნოემბერს, თბილისში, უმაყურებლო "დინამო არენაზე" გაიმართება და გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. აქედანვე ცნობილია, რომ წყვილში მოგებული ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში გამოვა, სადაც მეტოქეებად ნიდერლანდების, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებები ეყოლება

კომენტარები

ბოლო ამბები