Thumbnail

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების კაპიტანმა და მთავარმა ვარსკვლავმა გორან პანდევმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. იტალიური ჯენოას 37 წლის ფეხბურთელმა დაწერა, რომ საქართველოსთან მატჩში ყველამ ერთისთვის და ერთმა ყველასთვის უნდა ითამაშოს.

გორან პანდევი: "13 თამაში, 19 წელიწადზე მეტი ამ მაისურის ტარება. ბევრი მარცხი, გამარჯვება, სიხარული, მარცხი, ბევრი კარგი და ცუდი რამ, რაც მაკედონიასთან ერთად გავიარე. კიდევ ერთი ნაბიჯი დარჩა ოცნების ასრულებისკენ, ჩემი კოლეგების, ჩემი ოჯახის, მთელი ერის ოცნების ახდენამდე. მოდით, ამ რთულ პერიოდში ყველანი გავერთიანდეთ და შევეცადოთ ჩვენი ოცნება რეალობად ვაქციოთ. ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის... გაუმარჯოს მაკედონიას".

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების დაპირისპირება 12 ნოემბერს, თბილისში, უმაყურებლო "დინამო არენაზე" გაიმართება და გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. აქედანვე ცნობილია, რომ წყვილში მოგებული ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში გამოვა, სადაც მეტოქეებად ნიდერლანდების, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებები ეყოლება.

კომენტარები

ბოლო ამბები