Thumbnail

ჯიჯი ბუფონი: "ბერნაბეუს" მატჩის შემდეგ სოკოებსა და მარგარიტებს ვკრეფდი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • როგორ დაიმშვიდა 40 წლის მეკარემ თავი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ
  • ტურინის იუვენტუსის გოლკიპერის ბრძნული შეგონებანი  

ტურინის იუვენტუსის მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა ჟურნალისტებს უამბო, როგორ ცდილობდა  ჭარბი ემოციებისგან განმუხტვასსა და დამშვიდებას რეალთან სკანდალური მატჩის შემდეგ.

"გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ვიღებთ, ეს არის საშუალება იმის დასადგენად, ვინ ვართ. ზოგჯერ პრობლემას ვაზვიადებთ და შეცდომებსაც ვუშვებთ. მაგრამ ასეთია ცხოვრება - ამისთვის მოვევლინე სამყაროს. ადრენალინითა და ემოციებით დახუნძლული კვირა მქონდა, მაგრამ ვცხოვრობ მათთან ერთად. "ბერნაბეუს" შემდეგ დიდხანს ვსეირნობდი, ვკრეფდი სოკოებსა და მარგარიტებს", - აქვეყნებს ბუფონის ნათქვამს gazzetta.it.

"სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართულ ჩემპიონთა ლიგის ¼-ფინალის საპასუხო მატჩში ტურინელთა მეკარემ, მსაჯთან კონფლიქტის გამო, წითელი ბარათი მიიღო და გადამწყვეტი 11-მეტრიანის წინ მოედანი დატოვა. პენალტი კრიშტიანო რონალდომ გაიტანა, იუვენტუსმა კი რეალთან ორი მატჩის ჯამში 3:4 წააგო და ტურნირს გამოეთიშა.

► “შენი ადგილი ჯოჯოხეთშია!” რა უთხრა ბუფონმა მსაჯს

► საუკუნის ქურდობა | ექსპერტები, მედია და ქომაგი რეალი-იუვეს სკანდალურ მატჩზე

ჯანლუიჯი ბუფონს ჩემპიონთა ლიგა არასდროს მოუგია.

კომენტარები

ბოლო ამბები