Thumbnail

ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მუამედ სეიდინიმ საქართველოს ნაკებთან მატჩამდე მიმართვა გაავრცელა და თავისი ქვეყნის ფეხბურთელები გამახნევა.

სეიდინი დარწმუნებულია, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები თბილისში ისტორიულ გამარჯვებას მოიპოვებს და ევროპის ჩემპიონატზე გავა.

მუამედ სეიდინი: "გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას ჩვენს ფეხბურთელებს ფინალში საქართველოს წინააღმდეგ. ამ გუნდს აქვს ხასიათი, ძალა და მოთმინება. მჯერა, რომ შესანიშნავად ვითამაშებთ და ისტორიულ გამარჯვებას მოვიპოვებთ. აჩვენეთ, რამდენად ძლიერები ვართ ერთად".

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების დაპირისპირება 12 ნოემბერს, თბილისში, უმაყურებლო "დინამო არენაზე" გაიმართება და გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. აქედანვე ცნობილია, რომ წყვილში მოგებული ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში გამოვა, სადაც მეტოქეებად ნიდერლანდების, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებები ეყოლება.

კომენტარები

ბოლო ამბები