Thumbnail
  • არსენალში ცნობილი მასკოტი მუშაობას გააგრძელებს
  • ის სამსახურიდან 1 თვის წინ გაათავისუფლეს

ლონდონის არსენალში ლეგენდარული მასკოტი "განერზავრი" დაბრუნდა. ინფორმაცია ინგლისური კლუბისა ვეგბვერდმაც და თავად ჯერი კუიმ სოციალურ ქსელში დაადასტურეს.

"დღეს ემირეითს სთედიუმზე დაბრუნდა", - წერს არსენალი გვერდი სოციალურ ქსელში. "დღეს ემირეითს სთედიუმზე დავბრუნდი“, - იგივე მესიჯი გააჟღერა განერზავრმა ტვიტერიზე.

ცნობილი მასკოტი, რომელიც არსენალში 27 წელი მუშაობდა და ფანებს ართობდა, სამსახურიდან 1 თვის წინ დაითხოვეს. ის შემცირებაში მოჰყვა კოვიდ-19-ით გამოწვეული ფინანსური კრიზისის გამო.

მოგვიანებით, არსენალის ფეხბურთელმა მესუთ იოზილმა საჯარო განცხადებაა გააკეთა და მზადყოფნა გამოთქვა იმისთვის, რომ განერზავრის სამსახურში დაბრუნების სანაცვლოდ, მის ხელფასს თავად გადაიხდიდა. დეტალები უცნობია, მაგრამ გათავისუფლებიდან 35 დღეში არსენალის ფანების საყვარელი მასკოტი სამსახურს დაუბრუნდა.

კომენტარები

ბოლო ამბები